ინდოეთში პოლიციელებმა 20 პროტესტანტი მისიონერი სცემეს

indoeti policiaინდოეთში ჯაიპურში პოლიციელებმა დააკავეს და სცემეს 20 პროტესტანტი მისიონერი და ხუცესი, რომლებიც ქუჩებში ავრცელებენ სახარებას. მათდამი სასტიკი მოპყრობის მიზეზი რელიგიური ლიტერატურის გავრცელება გახდა, იტყობინება ინდიან ექსპრესი (The Indian Express).

ინციდენტი მოხდა 25 თებერვალს მანსაროვარის რაიონში. ანდხრა-პრადეშის შტატის სხვადასხვა კუთხიდან მისიონერები აქ იმისათვის ჩამოვიდნენ, რომ ქუჩაში ექადაგათ.

ქადაგებისას მათ თავს დაესხნენ მემარჯვენე რადიკალები. პოლიციის პატრულმა დაშალა ნაციონალისტების ჯგუფი, ხოლო მისიონერები მანსაროვარის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანა დასაკითხად.

ხუცეს სატიშ ბაბუს სიტყვით, რომელიც ხაიდარაბადიდან გახლავთ, თავდაპირველად, ქუჩაში მოქადაგე მისიონერები ნაციონალისტებმა სცემეს, შემდეგ კი − პოლიციელებმა. ქრისტიანებს კანონმდებლობის არც ერთი მუხლი არ დაურღვევიათ.

დაზარალებულებს ხელებსა და სხეულის ზემო ნაწილზე ტრავმები აღენიშნებათ.

მანსაროვარის პოლიციის განყოფილების თანამშრომელმა ხემენდრა შარმამ დაადასტურა მისიონერთა დაკავების ფაქტი, მისიონერებისა, რომლებიც „გაათავისუფლეს, რაკი ვერაფერი საეჭვო ვერ აღმოაჩინეს.“

ადგილობრივი აქტივისტის სამუელ რობერტსის თქმით, შეტანილია საჩივარი ორი პოლიციელის წინააღმდეგ, რომელთაც სასტიკად სცემეს დაკავებულები.

ჩატვირთვა...