ინდოეთში მცხოვრებ ქრისტიანთა მდგომარეობა გაუარესდა

india christiansვადიმ კოვჟუნმა, რომელიც ინდოეთში მსახურობდა მისიონრად (ამჟამად, ის ამ ქვეყანაში წელიწადში ორ თვეს ატარებს), ახლა კი საქველმოქმედო ფონდ „გულმოწყალების გზის“ ხელმძღვანელია ნიჟნევარტოვსკში, თქვა, რომ, ბოლო ხანს, ამ ქვეყანაში ქრისტიანთა მდგომარეობა გაუარესდა. ამას იგი ხელისუფლებაში ინდუისტი ფუნდამენტალისტების მოსვლას უკავშირებს,  – იტყობინება ქრისტიანული მეგაპორტალი invictory.com.

„სულ ცოტა ხნის, ინდოეთში მცხოვრებ ქრისტიანთა მდგომარეობა შედარებით მშვიდი იყო. სიტუაცია გართულდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში ინდუისტი ფუნდამენტალისტები მოექცნენ,“ − განაცხადა კოვჟუნმა InVictory-ის პორტალზე გამართული ვებ-კონფერენციის ფარგლებში.

ამასთან, კოვჟუნმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მდგომარეობა გაუარესდა არა მხოლოდ ქრისტიანთათვის, არამედ ყველასთვის, ვინც ინდუიზმს არ აღიარებს. „ადრეც ამავე ნიადაგზე წარმოიქმნებოდა კონფლიქტები, მაგრამ ეს საყოველთაო ხასიათს არ ატარებდა. ინდოეთი შტატებისგან შედგება. თითოეულ შტატში თავისი კანონებია. ზოგიერთ შტატში ბევრი ქრისტიანია, ზოგიერთში კი ისინი უმცირესობას წარმოადგენენ. არის შტატებიც, სადაც, პერიოდულად, დევნა იფეთქებს ხოლმე (მაგალითად, ორისის შტატი)“, − განაცხადა მისიონერმა.

ორისას შტატს სისხლიან შტატს უწოდებენ. ასეთი სახელი მან ხშირი არეულობითა და ქრისტიანების მხეცური მკვლელობებით მოიპოვა. 2008 წელს ინდუსთა მიერ განხორციელდა მთელი რიგი სასტიკი თავდასხმანი ქრისტიანებზე. თავდასხმათა ეს სერია დაიწყო უცნობ ადამიანთა მიერ უხუცეს ლაკშიმანანდი სარასვატის მკვლელობის შემდეგ, რომელიც ადგილობრივი ღარიბების მონათვლის წინააღმდეგ იბრძოდა.

სარასვატის მომხრე ინდუსთა რადიკალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მკვლელობაში ქრისტიანები დაადანაშაულეს და დაიწყეს მათი სახლების, კათოლიკურ ეკლესიების და კანდხამალის ადმინისტრაციულ ოლქში არსებულ თავშესაფართა დაწვა. მალე ძალადობის ტალღა მეზობელ რაიონებზეც გავრცელდა.

ინდოეთის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის (მუდმივი ორგანო, რომელიც აერთიანებს ამა თუ იმ ქვეყნისა თუ ტერიტორიის კათოლიკე ეპისკოპოსებს) მონაცემებით, მაშინ, ამ შტატში ქრისტიანებზე განხორციელებული დევნის შედეგად დაიღუპა 81 ადამიანი, დაინგრა და დაიწვა 4677 საცხოვრებელი სახლი, 236 ტაძარი და 36 მონასტერი. 50 000 ქრისტიანზე მეტი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი და ლტოლვილად ქცეულიყო.

 

 

ჩატვირთვა...