ინდოეთის შტატ ქაშმირში პროტესტანტი ხუცესი დააპატიმრეს

26-1ნიუ-დელი. ინდოეთის პოლიციამ დააკავა ქრისტიანი ლიდერი ქაშმირში და ბრალი დასდო „სექტანტურ დაპირისპირებათა გაჩაღებაში“. ხუცესი პოლ ოგასტინი (Paul Augustine), ინდოელ ქრისტიანთა გლობალური საბჭოს წარმომადგენელი, დააკავეს სრინაგარში კვირას, 29 მარტს, საეკლესიო ღვთისმსახურების დროს, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო AsiaNews.
ხუცესის დასაპატიმრებლად მისულ პოლიციელებს ისლამისტი ლიდერები ახლდნენ თან. ცხადია, რომ მათი ჩივილის შედეგად იქნა დაკავებული ქრისტიანი ხუცესი.
ქაშმირი ინდოეთის ერთადერთი შტატია, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას მუსულმანები შეადგენენ. ქრისტიანთა რიცხვი აქ ძალიან მცირეა.

ჩატვირთვა...