“იესო” – ეგვიპტელი ქრისტიანების სიკვდილის წინა სიტყვა

kopti qristianebi„იესო“ – ეს იყო ბოლო სიტყვა, რომელიც ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების მიერ თავმოკვეთილმა კოპტმა-ქრისტიანებმა წარმოთქვეს სიკვდილის წინ.

15 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია ლიბიაში შეიარაღებული პირების მიერ 21 მეთევზის მოტაცების შესახებ. იმავე დღეს ბოევიკებმა ინტერნეტში გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც აღბეჭდილია გატაცებულების თავის მოკვეთა. ყველა მათგანი კოპტი ქრისტიანი იყო.

როდესაც ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა ეს სასტიკი ვიდეო გამოაქვეყნეს, ერთმა ეპისკოპოსმა საოცარი რამ შეამჩნია. „მათი ბარბაროსული მკვლელობის დროს… იესოს სახელი იყო ბოლო სიტყვა მათ ბაგეებზე“, – ამბობს გიზის (ეგვიპტე) ეპისკოპოსი ანტონიო აზიზ მინა.

„ჩვენი ქრისტიანი ძმებისა და დების სისხლი არის მოწმობა, რომელიც ღაღადებს, რომ მოსმენილ იქნას… არა აქვს არანაირი მნიშვნელობა, იქნებიან ისინი კათოლიკები, მართლმადიდებლები, კოპტები თუ პროტესტანტები. ისინი ქრისტიანები არიან! მათი სისხლი იგივეა. მათი სისხლი აღიარებს ქრისტეს“, თქვა პაპმა ფრანცისკმა.

„ჩვენი ძმები კოპტები, მათ გამოჭრეს ყელი მხოლოდ ერთი მიზეზის გამო – რადგან ისინი ქრისტიანები იყვნენ… ვილოცოთ, რომ უფალმა მიიღოს ისინი, როგორც მოწამეები“, – განაცხადა რომის პაპმა.

„მათ მიაბარეს თავიანთი თავები მას, ვინც მიიღებს მათ მალე. მისი სახელი, რომელიც მათ წაიჩურჩულეს ბოლო წუთებში მოწამეობის ბეჭდის მსგავსია“, – ამბობს ეპისკოპოსი მინა.

კოპტური ეკლესიის პატრიარქმა თეოდორ II განაცხადა, რომ 21 მოკლული ქრისტიანი წმიდათა რიცხვს მიეთვალა.

კოპტი ქრისტიანები შეადგენენ უმცირესობას და არიან მეტ საფრთხეში ახლო აღმოსავლეთში, ვიდრე სხვა ქრისტიანები.

ეგვიპტის პრეზიდენტმა ფათაჰ ას-სისიმ უკვე განაცხადა, რომ აშენდება ახალმოწამეების სახელობის ტაძარი სახელმწიფოს ხარჯზე. ტაძარი აღიმართება პროვინცია ალ-მინიაში, საიდანაც წარმოშობით იყვნენ მოკლულთა უმრავლესობა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ განცვიფრებაც კი გამოიწვია, რადგანაც მანამდე კოპტებს ახალი ტაძრის აშენებისთვის ნებართვის მოსაპოვებლად უწევდათ გრძელი ომი ადგილობრივ ბიუროკრატიასთან.

წყარო: http://www.charismamag.com/spirit/world-religions/22627-jesus-was-the-last-word-of-egyptian-christians-isis-beheaded

 

ჩატვირთვა...