„იესოს იხილავთ რამდენიმე წამში“ – ახალგაზრდა ქრისტიანი სტუდენტები ამ სიტყვების თქმასთან ერთად დახოცეს

oregonორეგონის შტატის ქალაქ როსბერგის კოლეჯში (Umpqua Community College), 1 ოქტომბერს, კრის ჰარპერ მერსერმა, 26 წლის მამაკაცმა დახოცა 13 და დაჭრა ოცამდე ადამიანი მანამ, სანამ პოლიცია მოკლავდა მას. კრის ჰარპერ მერსერი გახლავთ ადგილობრივი მცხოვრები. ის არ იყო სტუდენტი. ჟურნალისტებმა მოახერხეს იმის შეტყობა, რომ ჰარპერს სურდა თავდასხმის მოწყობა და ინტერნეტში განიხილავდა კიდეც ამასთან დაკავშირებულ გეგმებს, რადგან სურდა ახალი ამბების გმირი გამხდარიყო.

ტრაგედიის ადგილზე აღმოჩენილი იქნა სამი პისტოლეტი და ერთი შაშხანა. ვარაუდობენ, რომ ისინი მერსერს ეკუთვნოდა. მასობრივი მკვლელობის შემდეგ ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მთავრობას იარაღის გამოყენების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით. თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რამდენიმე თვეში ერთხელ ხდება მასობრივი დახვრეტები.

გამომძიებლებმა უკვე დაკითხეს მისი ოჯახის წევრები და მეგობრები და ახლა ყურადღებით შეისწავლიან სოციალურ ქსელებში არსებულ მის შეტყობინებებს. CNN-ის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი კლასში შევიდა და პროფესორს ესროლა, შემდეგ კი სტუდენტებს უბრძანა ფეხზე ამდგარიყვნენ და ეთქვათ საკუთარი აღმსარებლობის შესახებ. ყველა, ვინც ამბობდა, რომ ქრისტიანი იყო, ტყვიას თავში ესროდა მერსერი და ამბობდა: „რამდენიმე წამში იესოს იხილავ“.

პავლე კობზარმა, სლავური ბაპტისტური ეკლესიის ხუცესმა,სოციალურ ქსელში დაწერა: „სტუდენტები ხედავდნენ, რომ ის, ვინც იესოს აღიარებდა, კვდებოდა, მაგრამ მაინც მტკიცედ პასუხობდნენ! ისინი ხომ თანამედროვე გმირები არიან, რომლებიც იესოს სახელის გულისათვის დაიხოცნენ! მათთვის არავის უთქვამს, რომ რწმენის გამოცდა ექნებოდათ, მათ არ ჰქონდათ მოსამზადებელი დრო, მათ არ მისცეს იმის უფლება, რომ დაერეკათ მშობლებისა თუ ხუცესისათვის… ეს გამოცდა მოულოდნელი იყო. ისინი სიკვდილის პირასაც იგივენი დარჩნენ, როგორებიც იყვნენ მანამ. თანაგრძნობას ვუცხადებ მათ ოჯახებს. მე კი კითხვას ვუსვამს საკუთარ თავს: რას ვუპასუხებდით მე ან ჩემი ვაჟი მკვლელს, რომელსაც იარაღი თავში ექნებოდა დამიზნებული, კითხვაზე: გწამს ქრისტესი?!“  

წყარო: http://trubchyk.livejournal.com/658101.html

 

ჩატვირთვა...