„იესოს ვუყვარვარ” – გალობისას ტორნადოს გადარჩენილი ბავშვები

0 422

სასწაულებრივი ამბავი მოხდა მარტის დასაწყისში კენტუკის შტატში, სადაც ტორნადომ დაანგრია ეკლესიის შენობა, რომელშიც 40 სკოლამდელი ბავშვი და 10 თანამშრომელი იმყოფებოდა.

არავინ დაღუპულა და დაშავებულა, მიუხედავად იმისა, რომ ტორნადომ მთლიანად გადახადა სახურავი შენობას. ერთადერთი, რაც დაუზიანებელი გადარჩა, იყო ოთახი, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ. ხელმძღვანელმა ბავშვები შუა ოთახში გადაიყვანა. მაშინ, როდესაც მათ ირგვლივ შტორმი მძვინვარებდა, ბავშვები მღეროდნენ სიმღერებს, როგორიცაა: „იესოს ვუყვარვარ მე“ და „მას უპყრია მთელი სამყარო.“ 

ეკლესიის წევრები მადლობას სწირავენ უფალს იმისთვის, რომ მან დაიცვა ბავშვები და თანამშრომლები და ერთად იწყებენ ეკლესიის აღდგენას.

 

თარგმანი: თეონა მენაბდიშვილი

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

წყარო

ჩატვირთვა...