იერუსალიმში ჯარისკაცებზე თავდასხმა განახორციელა ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერმა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, განცხადებით „ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს“, რომ იერუსალიმში მოკლული ოთხი ჯარისკაცის მკვლელი ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი იყო.

პალესტინელი მამაკაცი, რომელიც ჯარისკაცთა ჯგუფში სატვირთო მანქანით შეიჭრა, მოკლულია.

20-22 წლის ოთხი ჯარისკაცი – სამი ქალი და ერთი მამაკაცი – იმსხვერპლა ამ თავდასხმამ, ხოლო 17 დაზარალდა.

დაკავებულია ცხრა ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელის ოჯახის ხუთი წევრი.

ნეთანიაჰუმ დანაშაულის ადგილი მოინახულა და განაცხადა, რომ იერუსალიმში, ბერლინსა და ნიცაში მომხდარ თავდასხმათა შორის აშკარა კავშირია, რადგან ხსენებულ ქალაქებშიც, გასულ წელს, სატვირთო მანქანით შეიჭრნენ ტერორისტები ხალხში.

პალესტინურმა სამხედრო დაჯგუფება ჰამასმა მოიწონა თავდამსხმელის საქციელი, ჰამასის წარმომადგენელმა აბდულ-ლატიფ ქანოუმ ამას „გმირული აქტი“ უწოდა და სხვა პალესტინელებსაც მოუწოდა „წინააღმდეგობის გაძლიერებისკენ“.

წყარო: http://www.bbc.com/

ჩატვირთვა...