თქვენ მარტონი არ ხართ! ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ!

worshippers-in-orangeეს არის საშუალება იმისა, რომ დევნილ ქრისტიანებს ვაუწყოთ: „ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ. თქვენ მარტონი არ ხართ!“

აშშ-ში ბევრი ქრისტიანი მორწმუნე მოხდენილი საკვირაო სამოსლის ნაცვლად ნარინჯისფერ სამოსს იცვამს ახლო აღმოსავლეთში საკუთარი რწმენისათვის დევნილ ქრისტიანთა მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის ნიშნად.

ეკლესიის წევრები ნარინჯისფერ სამოსს იმიტომ იცვამენ, რომ სწორედ ამ ფერის სამოსის ჩაცმა აიძულეს ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა მათ მიერ შეპყრობილ ქრისტიანებს, სანამ მათ თავებს მოჰკვეთდნენ.

Fox News-ის ცნობის თანახმად, ეს ტენდენცია პოპულარულად აქცია რამდენიმე ქრისტიანმა ლიდერმა, მათ შორის პატრიკ მაჰონეიმ (Patrick Mahoney), რომელიც უძღვება „ნარინჯისფერი სამოსის კამპანიას“ (OrangeJumpSuit project). მაჰონეი ამ კამპანიას თავისი ფეისბუკის გვერდზე შემდეგი ბიბლიური მუხლით ხსნის: „გახსოვდეთ პატიმრები, თითქოს მათთან ერთად გედოთ ბორკილები და იტანჯებოდეთ…“ (ებრაელთა 13:3).

თებერვალში, ისლამურმა სახელწიფომ (IS) გამოაქვეყნა დაუმონტაჟებელი ვიდეომასალა, რომელზეც ასახულია ლიბიაში შეპყრობილი 21 ქრისტიანი კოპტისათვის თავის მოკვეთის პროცესი. მათ ნარინჯისფერი სამოსი ჩააცვეს და ერთ რიგად ჩაამწკრივეს სასჯელის აღსრულებამდე. ეს სამოსი ამ მხეცურ ქმედებათა ამსახველი ვიდეომასალის დამახასიათებელ ნიშნად იქცა.

ახლა, მთელი აშშ-ს ქრისტიანები ეკლესიას მოუწოდებენ, რომ ჩაიცვან ნარინჯისფერი სამოსი იმისათვის, რომ საკუთარი თავი გააიგივონ მათთან, ვინც იტანჯება, ილოცონ მათთვის და გაიღონ შეწირულობა დევნილთა მხარდასაჭერად.

თებერვალში ნარინჯისფერ სამოსში გამოწყობილმა პროტესტანტებმა დემონსტრაცია მოაწყვეს თეთრ სახლთან და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ უფრო მეტ აქტიურობას მოითხოვნდნენ, იუწყებოდა Washington Post.

„ობამა, ობამა, დაინახე? ქრისტიანთა სისხლია ზღვაში“, − შესძახოდნენ პროტესტანტები.

ამავდროულად, თეოლოგმა ლეონარდ სვიტმა (Leonard Sweet) გამოაქვეყნა ნახატი, რომელზეც ასახულია ნარინჯისფერ სამოსში გამოწყობილი იესო, რომელსაც ჯვარი მიაქვს და უკან ისლამური სახელმწიფოს მსხვერპლნი და სამხედროები მიჰყვებიან.

jesus-orange-jumpsuit

 

http://www.christiantoday.com/article/american.christians.wear.orange.in.solidarity.with.those.persecuted.for.faith/52206.htm

http://www.breakingchristiannews.com/articles/display_art.html?ID=16053

ჩატვირთვა...