თურქეთში ქრისტიანული სკოლები ბიბლიის გავრცელებისთვის დახურეს

209თურქეთში ქრისტიანული მისიის „იერუსალიმის გაერთიანებული ეკლესიების“ სკოლები დახურეს სირიელ ლტოლვილებს შორის ბიბლიის გავრცელებისთვის. თურქეთის ტერიტორიაზე, უკვე ხუთი წელია, ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციები დახმარებას უწევენ სირიელ ლტოლვილებს, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფენ მათ. თავის მხრივ, ლტოლვილ ბავშვებს აქვთ საშუალება უფასოდ გააგრძელონ სწავლა შესაბამისი პროფილის მქონე სპეციალიზებულ სკოლებში. გასულ კვირას ადგილობრივი მეჩეთის იმამი გახდა მოწმე იმისა, რომ ერთ-ერთი ქრისტიანული სკოლის მასწავლებლები ბიბლიებს ურიგებდნენ საკუთარ მოსწავლეებს და მათ მშობლებს და ამის შემდეგ, მან სასწრაფოდ შეატყობინა მასმედიას ამ ფაქტის შესახებ. იმავე დღის მიწურულს ქალაქის ადმინისტრაციამ აღმსრულებლები გაგზავნა ოთხივე ქრისტიანული სკოლის გასაჩხრეკად და დასალუქად. სკოლის ადანაშაულებენ „მუსლიმი ბავშვების უფლებების დარღვევაში“, რომელთა რაოდენობაც ჭარბობს ლტოლვილთა შორის. უცნობია, სამომავლოდ რა ბედი ეწევათ ქრისტიან მოწაფეებსა და ქრისტიანული ორგანიზაციის სკოლებს.

 

https://cnlnews.tv/2015/06/11/320417

ჩატვირთვა...