თურქეთში მოღვაწე არქეოლოგებს მიაჩნიათ რომ იპოვეს იმ ჯვრის პატარა ნაწილი, რომელიც იესოს ჯვარცმისთვის იყო გამოყენებული.

jvris nawiliთურქეთში მოღვაწე არქეოლოგებს მიაჩნიათ რომ იპოვეს იმ ჯვრის პატარა ნაწილი,რომელიც იესოს ჯვარცმისთვის იყო გამოყენებული.

ეს ნაწილი აღმოჩენილ იქნა ქვის ზარდახშაში,რომელიც ინახებოდა მეჩვიდმეტე საუკუნის ბალატლარის ტაძარში. ამჟამად მიმდინარეობს ამ ნაწილის იდენტიფიკაცია.

ლეგენდის თანახმად, ჯვარი მიკვლეულ იქნა 325 წელს, ხოლო მისი ნაწილები გაგზავნილ იქნა დედამიწის ყველა კუთხეში ქრისტიანული ტაძრების ლიდერებთან, აი ასე აღმოჩნდა ეს ნაწილიც თურქეთში.

პროფესორ გულგუნ კორუღლუს მიაჩნია,რომ ეს სწორედ იმ ჯვრის ნაწილია, რომელზეც იესო ნაზარეველი იყო გაკრული. პროფესორმა ა­სეთი განაცხადი გააკეთა: “ჩვენ ვიპოვეთ წმინდა ჯვრის ნაწილი,ზარდახშაში შენახული და ჩვენი ვარაუდით, ეს ის ჯვარია, რომელიც გამოყენებული იყო იესოს დასჯისთვის. ეს ზარდახშა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგა­ნ მას დიდი ისტორია აქვს და მისი კვლევა უფრო შორს წაგვიყვანს.”

რელიგიური ლეგენდის თანახმად, ელენე აუგუსტოსი, კონსტანტინ­ეს დედა, სამოგზაუროდ იყო იერუსალიმში დაახლოებით ჩვ.წ.აღ-ით 325წელს და სურდა ნამდვილი ჯვრის მიკვლევა და მეტის გაგება მასზე.

ითვლებოდა,რომ ჯვრის ნაწილი იერუსალიმშიც ინახებოდა, მაგრამ დანარჩენი ნაწილები გაგზავნილ იყო სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის რომსა და კონსტანტინოპოლში, ანუ­ ახლანდელ სტამბოლში.

ეს ბალატლარის ტაძარი,რომელშიც ზარდახშა აღმოაჩინეს აშენდა 660წელს ახ.წ.აღ-ით.

ექსპედიციამ უამრავი ჩონჩხი აღმოაჩინა აგრეთვე, ყველა ისინი გაგზავნილ იყვნენ ექსპერტიზაზე, ინდენტი­ფიკაციის დასადგენად. ფრანგმა არქეოლოგმა ჩარლზ როჰაუტ დე ფლეურმა მეცხრამეტე საუკუნეში განაცხადა, რომ ყველა უკვე მიკვლეული ნაწილები ერთად აღებული ჯვრის მესამედს შეადგენს მიახლოებით, რადგან ჯვარი გაცილებით უფრო დიდი იყო. ეს ყოველივე კი ცხადჰყოფს, რომ ჯვრის უამრავი ნაწილი ჯერ კიდევ მიუკვლეველია.

პროფესორ კორუღლუმ და მისმა გუნდმა ბალატლარის ტაძარში კვლევები 2009წელს დაიწყეს და უკვე 1000ზე მეტი ჩონჩხი აღმოაჩინეს.

ლეგენდის თანახმად იერუსალიმში მყოფმა ელენემ 3 ჯვარი იპოვა, მაგრამ იმისათვის, რომ გაეგო,რომელი მათგანი ეკუთვნოდა ნაზარეველს, მკვდარი გოგონა მოაყვანინა მსახურთ და როდესაც გოგონა ქრისტეს ჯვარზე დააწვინეს, გაცოცხლდა.

პირველი ცნობა, იმის შესახებ, რომ ელენემ იესოს ჯვარი აღმოაჩინა, მეოთხე საუკუნის დასასრულს დაიწერა.

წყარო: http://www.huffingtonpost.com/

http://www.dailymail.co.uk/

http://www.livescience.com/

ჩატვირთვა...