თურქეთი ათავისუფლებს 7 ოქტომბერს იზმირში დაკავებულ ამერიკელ ქრისტიან ქალს

თურქეთის პოლიციამ 7 ოქტომბერს დააკავა პროტესტანტი ცოლ-ქმარი და ცამეტდღიანი იზოლაციის შემდეგ, 19 ოქტომბერს, ღამით გაათავისუფლა ცოლი, თუმცა ქმარი ჯერ კიდევ იზმირის თავისუფლების აღმკვეთ დაწესებულებაში იმყოფება.

ენდრიუ და ნორინ ბრანსონებს აშშ-ს საკონსულოსა და ადვოკატთან დაკავშირების უფლება არ მისცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებით, რადგან მათი დეპორტაცია უნდა მომხდარიყო 15 დღის განმავლობაში „ეროვნული უსაფრთხოების“ ნიადაგზე.  დღემდე არ სახელდება რეალური მიზეზები იმისა, თუ რის საფუძველზე აძევებენ წყვილს, რომელიც უკვე ოცი წელია თურქეთში ცხოვრობს.

იზმირის აღდგომის ეკლესიის (Ressurection Church) წევრების მცდელობის მიუხედავად, მათ არ მიეცათ იმის უფლება, რომ პირადი ნივთების გაეგზავნათ ხუცესისა და მისი მეუღლისთვის. მიუხედავად ამისა, გასულ კვირას სუფთა ტანსაცმლის და მედიკამენტების მიწოდების ნებართვა გაიცა, თუმცა ბიბლიის შეტანის უფლებას პოლიცია მაინც არ იძლევა.

ბრანსონები იზმირის აღდგომის ეკლესიის წინამძღოლნი არიან. ეს გახლავთ მცირერიცხოვანი პროტესტანტული საკრებულო, რომელიც 30-40 ადამიანს ითვლის.

თხოვნის მიუხედავად, ადვოკატს არ მისცეს წყვილის მონახულების უფლება და მოსთხოვეს წერილობითი ჩვენების წარდგენა სამართლებრივი უფლებამოსილების დასტურის სახით, თუმცა საბუთის წარდგენის შემდეგ მას განუცხადეს, რომ, თითქოს, ცოლ-ქმარმა ხელი მოაწერა განცხადებას იმის შესახებ, რომ არ სურდათ ადვოკატის აყვანა.

ბრანსონების სახელით მოქმედმა ადვოკატმა შუამდგომლობის თხოვნით მიმართა იზმირის მერს (12 ოქტომბერს) და გააპროტესტა, რომ ამერიკელი ქრისტიანებისთის გარე სამყაროსთან კავშირს მოწყვეტა თურქეთის კანონმდებლობაში არსებულ დაკავების კანონს ეწინააღმდეგება.

მსგავსი შემთხვევა ორი წლის წინაც მოხდა, როდესაც ამერიკელი პროტესტანტი ხუცესი, ცხრაწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, დააკავეს 2014 წლის სექტემბერში თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ  გაზიანთეფში და დეპორტაცია გადაუწყვიტეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებით. მიუხედავად იმისა, რომ პატრიკ ჯენსენს ჩამოართვეს ბინადრობის უფლება, მისი ადვოკატის დამსახურებით დაკავების ვადა 30 საათამდე შეუმცირდა და დადგინდა სასამართლო მოსმენა, რათა მოესმინათ მისი საჩივარი ხსენებულ დადგენილებასთან დაკავშირებით. თურქეთის პროტესტანტული ეკლესიების ასოციაციამ გააპროტესტა მსგავსი ქმედება და მას „სრულიად უკანონო“ უწოდა.

 

წყარო: www.worldwatchmonitor.org

 

 

ჩატვირთვა...