“თალიბანმა” ლაჰორის ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო

პაკისტანში, ლაჰორის ცენტრალურ უბანში, ქრისტიანებზე განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ “თალიბანმა” აიღო. მათ მიერ გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ აფეთქების ადგილი სპეციალურად აარჩიეს და მათ სამიზნეებს პაკისტანელი ქრისტიანები წარმოადგენდნენ. შეგახსენებთ, რომ აღდგომის დღესასწაულზე , ხალხმრავალ ადგილას მოწყობილ აფეთქებას 72 ადამიანი შეეწირა, მათ შორის უმეტესობა ბავშვია.

ლაჰორში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა რომის პაპი, რომელმაც მომხადარს საზარელი უწოდა და პაკისტანის მთავრობას ქრისტიანი მოსახლეობის დაცვისკენ მოუწოდა.

პაკისტანელი ქრისტიანები მთავრობას დაცვის თხოვნით მიმართავენ. ლაჰორში მცხოვრები ქრისტიანები მუსლიმებით დაკომპლექტებულ მთავრობას მათ დასაცავად შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

მოსახლეობა თავდასხმების განმეორების შიშით ცხოვრობს. პაკისტანში 2 მილიონი ქრისტიანია, ისინი ხშირად არიან დევნისა და თავდასხმების საფრთხის ქვეშ. გასულ წელს, აღდგომის დღესასწაულზე მომხდარ აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა.

წყარო: http://www.bbc.com/news/world-asia-35909677

ჩატვირთვა...