ვიეტნამში ქრისტიანთა უფლებები იზღუდება

ვიეტნამში რელიგიური თავისუფლებას სერიოზული საფრთხე ემუქრება. 18 ნოემბერს ქვეყანაში პირველად ამოქმედდა კანონი რწმენისა და თავისუფლების შესახებ მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი არ შეესაბამება რელიგიის ან რწმენის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს, იუწყება ადამიანის უფლებათა დამცველი საზოგადოება „მსოფლიო ქრისტიანული სოლიდარობა”.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონის საბოლოო ტექსტი ჯერ არ არის ცნობილი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე მნიშვნელოვანი განსხვავება იქნება პირვანდელ ტექსტთან შედარებით“, აცხადებს ორგანიზაცია.

ვიეტნამის კონსტიტუცია იძლევა რელიგიური თავისუფლების გარანტიას, მაგრამ, ჩინეთის მსგავსად, კომუნისტური მთავრობა აქაც მკაცრად აკონტროლებს დამოუკიდებელ რელიგიურ პრაქტიკას.

რელიგიური თავისუფლებისთვის მებრძოლი მრავალი ადამიანი ციხეში რჩება, რადგან მთავრობამ, უკანასკნელ წლებში, ძალიან შეზღუდა გამოხატვისა და რელიგიის თავისუფლება. რელიგიურმა ჯგუფებმა ფორმალური რეგისტრაცია მთავრობასთან შეთანხმებით უნდა გაიარონ, თუმცა პასუხად გამუდმებით უარს იღებენ.

რელიგიის და რწმენის თავისუფლების მინიმალური გარანტიები არ უნდა ირყეოდეს გართულებული სარეგისტრაციო მოთხოვნებით. ჯგუფებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ან, უბრალოდ, არ სურთ დარეგისტრირება, საქმიანობის უფლება არ უნდა წაერთვათ.

ჩვენ მოვუწოდებთ ვიეტნამის მთავრობას, რომ უზრუნველყოს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების პრაქტიკა ვიეტნამში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის.

93,4 მილიონი ვიეტნამელიდან ნახევარზე მეტი ბუდისტია. რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მრევლი მოსახლეობის 7%-ს ითვლის, კაო დაი 2,5-4%-ს, ჰაო ჰაო 1,5-3%-ს და პროტესტანტები კი 1-2%-ს.

წყარო: http://www.christiantoday.com/

ჩატვირთვა...