ვიეტნამში ბუდას თაყვანისცემაზე უარის თქმის გამო ქრისტიანებს სასტიკად სცემეს

0 182

ხუცესის თქმით, ვიეტნამის მთავრობამ რამდენიმე ქრისტიანს სასტიკად სცემა და დააკავა მას შემდეგ, რაც მათ ბუდიზმის მიმდევრობასა და ბუდის თაყვანისცემაზე უარი განაცხადეს.

ხუცესმა ჰვენგ ვან პამ ასევე აღნიშნა, რომ სოფელ ფა ლომში, ნოემბერში იმ 33 პროტესტანტ ქრისტიანს, რომლებმაც ბუდიზმზე უარი თქვეს, დაემუქრნენ.

პოლიციამ მოაგროვა პირადი ინფორმაცია ოცდაცამეტივე მორწმუნეზე და მათ წინააღმდეგ სასამართლო სახალხოდ მოაწყო. ოფიცრებმა ბუდას ქანდაკება მათ წინ გამოიტანეს და ქრისტეს ნაცვლად მისი თაყვანისცემა მოსთხოვეს. ოთხი ქრისტიანი დააკავეს და სცემეს. მთავრობა ნოემბრის განმავლობაში სხვა ქრისტიანებსაც დევნიდა.

როგორც ჯანგიმ, საერთაშორისო დისციპლინური ინსპექციის გუნდის წარმომადგენელმა განმარტა, ვიეტნამი კრძალავს პროტესტანტი ქრისტიანების რწმენას და დევნის მათ, რათა რწმენაზე უარი ათქმევინოს. 2018 წლის განმავლობაში მათ ასზე მეტი მორწმუნე გააძევეს იენ ბაის და ლაო კაის პროვინციებიდან.

„ქრისტიანები ხშირად იდევნებიან მთავრობისა და მეზობელი  ეთნიკური გაერთიანებებისგან. კომუნისტურ ქვეყანაში ქრისტიანობა არაპატრიოტულ მოძრაობად მიიჩნევა და ქრისტიანები დისკრიმინაციას, დევნას, პატიმრობასა და წამებას ხშირად განიცდიან ასეთ ქვეყნებში.“ – წერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რეგიონული მენეჯერი ჯინა გო.

2017 წელს ვიეტნამის პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა კათოლიკური ეკლესიის მღვდლებს, რომლებიც იცავდნენ ეკლესიის ტერიტორიაზე აღმართულ ჯვარს.

ერთ-ერთმა მღვდელმა, ლოიმ რადიო “თავისუფალ აზიას” განუცხადა, რომ თავდასხმის დროს ადგილობრივი პოლიციის უფროსი და მისი მოადგილეც იმყოფებოდნენ.

ერთ-ერთმა მორწმუნემ, ბაომ, რომელიც „ამერიკის ღია კარების“ საზოგადოებასთან თანამშრომლობს (საერთაშორისო ქრისტიანული ორგანიზაცია), სიცოცხლის რისკის ფასად გასულ წელს 100 000-ზე მეტი საბავშვო ბიბლია დაურიგა დევნილებს.

„როცა ბიბლიებს დიდ ეკლესიებში ვარიგებ, ამას ისინი არა მხოლოდ უდიდეს პატივად მიიჩნევენ, არამედ ღვთის სიტყვის შესწავლის წყაროდ. მწამს, რომ ვიეტნამში მისი ზეგავლენა უფრო ფართოდ გავრცელდება. ღვთის სიტყვა ადამიანებისთვის მარტივად მისაწვდომი უნდა იყოს. საბავშვო ბიბლიები მათთვის ღვთის შეცნობისკენ მიმავალი გზაა. მჯერა, რომ ეს არის მთესველის მსახურება. ჩვენ ამ საქმეს კვლავ გავაგრძელებთ და უფალი იქნება ჩვენი დამხმარე.“ – თქვა ბაომ.

წყარო

თარგმანი: თიკა სხირტლაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

 

 

ჩატვირთვა...