„ექსტრემისტმა“ ფრანკლინ გრემმა არ უნდა ილოცოს ინაუგურაციისას – მოთხოვნა ტრამპის გუნდს

ფრანკლინ გრემი უნდა მოიხსნას დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე წარმოდგენილი შემადგენლობიდან, განაცხადა აშშ-ში არსებულმა უდიდესმა მუსლიმურმა უფლებათა დამცველმა ჯგუფმა.
ცნობილმა კონსერვატმა ხუცესმა და მახარებელ ბილი გრემის ვაჟმა უნდა ილოცოს ცერემონიაზე, რომელიც მომავალ კვირას, ვაშინგტონში გაიმართება.

ამერიკულ-ისლამურ ურთიერთობათა საბჭომ (CAIR) ტრამპს მოუწოდა მოხსნან ფრანკლინ გრემი ინაუგურაციიდან. გრემს მათ „ცუდი სახელის მქონე ისლამოფობი“ უწოდეს.

„იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტს ნამდვილად სურს ჩვენი ერის გაერთიანება, როგორც აღგვითქვა კიდეც, მაშინ მან მხოლოდ იმ რელიგიურ ლიდერებს უნდა მისცეს ინაუგურაციაზე ლოცვის უფლება, ვინც ჩვენი გაერთიანებისთვის შრომობს და ეს იმისთვის უნდა გააკეთოს, რომ სხვადასხვა რწმენას შორის უთანხმოება არ წარმოიქმნას“, განაცხადა ამერიკულ-ისლამურ ურთიერთობათა საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნიჰად ავადმა.

„ღირსი გრემი ცუდად არის ინფორმირებული და აქვს ექსტრემისტული შეხედულებები, რომლებიც ყოვლად შეუსაბამოა ამერიკის კონსტიტუციასა და ქვეყნის რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებულ ფასეულობებთან.“

საბჭომ ასევე ციტატად მოიხმო გრემის ნათქვამი იმის შესახებ, რომ ისლამი „ძალიან ბოროტი რელიგიაა“. გრემმა ასევე ისიც განაცხადა, რომ ისლამი არ შეესაბამება ამერიკის ფასეულობებს.

„ამ ქვეყანაში ჩამოსული ყოველი მუსლიმი შეიძლება რადიკალი გახდეს და მკვლელობები ჩაიდინოს საკუთარი რელიგიისა და მუჰამედის საპატივსაცემოდ“, ჯერ კიდევ 2015 წელს წერდა ფრანკლინ გრემი თავისი ფეისბუკის გვერდზე.

„ნამდვილ მუსლიმანური რწმენის პრაქტიკულად განხორციელება შეუძლებელია ამ ქვეყანაში. თქვენ ვერ სცემთ თქვენს ცოლს. თქვენ ვერ დახოცავთ თქვენს შვილებს იმ შემთხვევაში, თუ იფიქრებთ, რომ მრუშობენ ან რაიმე მსგავსს სჩადიან, თქვენ ვერ გააკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ სხვა ქვეყნებში“, მიმართა გრემმა მუსლიმებს CNN-ს მეშვეობით.

„არ ვეთანხმები ისლამის სწავლებას და მიმაჩნია, რომ ეს მოძალადე რელიგიაა“, ამბობს ფრანკლინ გრემი.

წყარო: http://www.christiantoday.com/

ჩატვირთვა...