„ეს თქვენ სირიისათვის, ეს თქვენ ალეპოსათვის“ − თურქეთში რუსეთის ელჩი მოკლეს

თურქეთში რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი მოკლეს. თავდასხმა ფოტოგამოფენაზე – „რუსეთი მოგზაურის თვალით: კალინგრადიდან კამჩატკამდე“ მოხდა, სადაც კარლოვი სიტყვით გამოდიოდა. თავდამსხმელმა ცხრაჯერ ესროლა ზურგიდან. მკვლელი ანკარაში პოლიციის ოფიცერი, 22 წლის მევლუთ მერთ ალტინტასია, რომელიც სამართალდამცავებმა მოკლეს.

თავდამსხმელი გამოფენაზე ელჩის უკან იდგა და ის ყველას დაცვის წევრი ეგონა. თავდასხმის კადრები ინტერნეტსივრცეში გავრცელდა, რომელზეც ჩანს, როგორ თავმდასხმელი ყვირის: „ეს თქვენ სირიისათვის, ეს თქვენ ალეპოსათვის!“ https://www.youtube.com/watch?v=0bnDigU-6VI

ელჩის სხეული სამშობლოში გადაასვენეს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თურქეთში რუსეთის ფედერაციის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არის პროვოკაცია, რომელიც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის ნორმალიზაციის წინააღმდეგ არის მიმართული.

„ელჩის მკვლელობას რუსეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებით უპასუხებს. ამას დამნაშავეები საკუთარ თავზე იგრძნობენ“, განაცხადა პუტინმა.

წყარო: http://www.bbc.com/

ჩატვირთვა...