ერთი მილიონი ხელმოწერა – დედები დისნეის წინააღმდეგ

კომპანია „დისნეის“ ერთ-ერთ მულტფილმში წარმოდგენილი სცენის გამო, სადაც გეი წყვილები ერთმანეთს კოცნიან, დედები გაერთიანდნენ და ამ მედია-გიგანტის წინააღმდეგ შეადგინეს პეტიცია სახელწოდებით “One Million Moms” (ერთი მილიონი დედა).

პარასკევს პეტიციას უკვე 32 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

„ეს არის უკანასკნელი ადგილი, სადაც მშობლები ყველაზე ნაკლებად უნდა მოელოდნენ იმას, რომ მათ შვილებს სექსუალური ორიენტაციის შემცველი შინაარსის მულტფილმების ყურება მოუწევთ. ამგვარ რამესთან შეჯახება მათთვის მეტისმეტად ადრეა და ეს სრულიად ზედმეტია“, ნათქვამია პეტიციაში.

ევანგელისტი კენ ჰემი, რომელიც მთავარი აღმასრულებელი დირექტორია კენტუკიში არსებული გასართობი პარკისა „კიდობანთან შეხვედრა“ (Ark Encounter – ნატურალური სიდიდის ნოეს კიდობანი) მშობლებს მოუწოდებს, რომ მხარი არ დაუჭირონ „არაბიბლიურ“ კამპანიას.

„ისინი ცდილობენ ოჯახის ცნების სხაგვარი განსაზღვრება წარმოგვიდგინონ. გინდათ, რომ დისნეის მიანდოთ თქვენი შვილები?“ ეკითხება ჰემი მშობლებს თავისი ფეისბუკის გვერდზე.

„წაიყვანეთ ბავშვები ისეთ ქრისტიანულ ადგილებზე, როგორებიცაა „კიდობანთან შეხვედრა“ და „შექმნის მუზეუმი“ (Creation Museum), რადგან ეს ორი ადგილი ერთგული რჩება ღვთის სიტყვისა, მათ შორის, ოჯახისა და სქესის საკითხებთან დაკავშირებით“, უთხრა მან დედებს.

მახარებელმა და სამარიტელთა ქისის პრეზიდენტმა ფრანკლინ გრემმაც მკაცრად გააკრიტიკა დისნეის ეს ნაბიჯი და ამას ბავშვებისათვის „ჰომოსექსუალიზმის იდეოლოგიური გეგმის“ პროპაგანდა უწოდა.

წყარო: http://www.christianpost.com/

ჩატვირთვა...