ერდოღანი დასავლეთს ისლამური სახელმწიფოს მხარდაჭერაში ადანაშაულებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, პაკისტანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დასავლეთს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერაში დასდო ბრალი. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ „ისლამური სახელმწიფოს“  მებრძოლებს არაფერი აქვთ ისლამთან საერთო: „ისინი მკვლელები არიან, რომლებიც მუსლიმების სისხლს ღვრიან და რომლებიც უნდა განადგურდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც თურქეთში, არც პაკისტანში, არცერთ ისლამურ ქვეყანაში მშვიდობა არ იქნება“, – განაცხადა ერდოღანმა.

წყარო: http://www.timer.ge/

ჩატვირთვა...