ერაყელი ქრისტიანი გოგონა, რომელმაც ისლამურ სახელმწიფოს მიუტევა, შინ ბრუნდება

ერაყელმა ქრისტიანმა გოგონამ სიხარული გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ მალე საკუთარ სახლს დაუბრუნდება კარაკოშში, რადგან ერაყელი სამხედროები თანდათანობით ათავისუფლებენ ისლამური სახელმწიფოს მიერ დაკავებულ ტერიტორიებს.

გოგონა, რომელსაც მირიამი ჰქვია, რესპოდენტის როლში პირველად 2014 წლის ოქტომბერში მოგვევლინა. მისი ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი და ანკავაში გადასულიყო საცხოვრებლად.

მირიამის ინტერვიუს ამსახველი ვიდეო სწრაფად გავრცელდა, რადგან გოგონა ამბობდა, რომ პატიობდა ისლამურ სახელმწიფოს მებრძოლებს. პატიობდა მათ, ვინც მისი ოჯახი გააძევა საკუთარი სახლიდან და მათ სიცოცხლეს ემუქრებოდა.

„ღმერთს ყველა უყვარს. მე არ ვუბრაზდები მას იმის გამო, რომ კარაკოში დავტოვეთ. მადლობას ვუხდი ღმერთს მისი ზრუნვისთვის“, – თქვა მირიამმა.

ამჟამად ერაყელი მეომრები წარმატებით იბრუნებენ ისლამური სახლემწიფოს მიერ მიტაცებულ ქალაქებს. მირიამი და მისი ოჯახი კი შინ დასაბრუნებლად ემზადებიან.

„რა თქმა უნდა, მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდები სახლში და ვნახავ ჩემს ყველა მეგობარს, ვისაც არ ქალაქი დაუტოვებია. მე კვლავ ვნახავ ჩემს ხალხს, ჩემს ქვეყანას, ადგილს, რომელიც მიყვარს.“

ChristianToday.com-ი იუწყება, რომ კარაკოში გახლდათ ერაყში არსებული ყველაზე დიდი ქრისტიანული თემის სამშობლო, მაგრამ ისლამური სახელმწიფოს მიერ ქალაქის აღების შემდეგ, დაახლოებით, 50 ათასი ადამიანი იძულებული გახდა გაქცეულიყო.

წყარო: http://www.christianheadlines.com/

ჩატვირთვა...