ერაყელი ქრისტიანები ერთიანდებიან დანგრეული სახლების აღსადგენად

ერაყელი ქრისტიანები ბრუნდებიან სამშობლოში ისლამური სახელმწიფოს თავდასხმათა შედეგად სამწლიანი იძულებითი გადასახლების შემდეგ. ქრისტიანთა სამი ძირითადი ჯგუფი გაერთიანდა იმისათვის, რომ ხელახლა ააშენოს 12 ათასზე მეტი სახლი, რომლებიც დანგრეული ან დაზიანებულია.

სირიის კათოლიკურმა ეკლესიამ, სირიის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ და ქალდეველთა კათოლიკურმა ეკლესიამ შექმნეს ნინევეს რეკონსტრუქციის კომიტეტი, რათა დაგეგმონ და ზედამხედველობა გაუწიონ სახლების მშენებელობასა და აღდგენას.

საერთაშორისო კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაცია (Aid to the Church in Need) კომიტეტს ფინანსების მოძიებასა და კვლევა-ძიებაში დაეხმარება. კომიტეტის განცხადებით, 12 ათასი სახლის აღდგენა-მშენებელობას 213 მლნ დოლარზე მეტი დასჭირდება.

გასულ წელს, აშშ-ს საერთაშორისო კოალიციის დახმარებით, სამხედრო ძალებმა ერაყში რამდენიმე ქალაქი გაათავისუფლეს ისლამური სახელმწიფოსგან, გასული წლის დეკემბერში კი მოხდა აღმოსავლეთ მოსულის გათავისუფლებაც. ახლა სამხედროები მოსულის დასავლეთ ნაწილის გათავისუფლებასაც ცდილობენ.

2016 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს ერაყის უძველესი ქალაქი ქარაქოში, სადაც ქრისტიანთა ერთ-ერთი უძველესი თემი არსებობდა. ქალაქი მიწასთან არის გასწორებული და ქვებისა და ნანგრევების გროვად არის ქცეული, თუმცა ქალაქის მცხოვრებნი იმედოვნებენ, რომ ღმერთი აღადგენს მათ მიწას.

ეროვნული უსაფრთხოების ანალიტიკოსის პროფესორ რაიან მაუროს თქმით, ქარაქოშის მცხოვრებლებს ახლა უფრო მტკიცე რწმენა აქვთ, ვიდრე მანამდე; მათ დაიფიცეს, რომ კვლავ აღადგინენ დამწვარ ეკლესიას, სადაც გაცილებით უფრო მეტი ხალხი შევა, ვიდრე ოდესმე.

2016 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს კერამლისი, მოსულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე უძველესი ქალაქი.

წყარო: http://www.christianpost.com

ჩატვირთვა...