ერაყელი ქრისტიანები გაქრობის პირას არიან

0 170

ერაყის ქურთისტანის დედაქალაქ ერბილის არქიეპისკოპოსმა დიდი ბრიტანეთის ქრისტიანი ლიდერები დაადანაშაულა ერაყში ქრისტიანული თემის დაუცველად მიტოვებაში.

ემოციურ მიმართვაში სასულიერო პირი ბაშარ ვარდა აღნიშნავს, რომ 1400-წლიანი დევნის შემდეგ ქრისტიანები ერაყში გაქრობის პირას არიან.

„მას შემდეგ, რაც 2003 წელს აშშ-ის ინტერვენციის შედეგად სადამ ჰუესინის რეჟიმი დაემხო, ქრისტიანული თემი 83 %-ით შემცირდა 1.5 მილიონიდან 250.000 ადამიანამდე.“ განაცხადა ვარდამ.

მისი თქმით, ქრისტიანული ეკლესია ერაყში უძველესი თუ არა, ერთერთი ძველია და ის გაქრობის პირასაა. გადარჩენილები კი წამებისთვის მუდამ მზად უნდა იყვნენ. 

ბაშარ ვარდას განცხადებით, ისლამური სახელმწიფოს ჯიჰადისტები ქრისტიანების ფიზიკური არსებობისათვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ. 2014 წლის თავდასხმის შემდეგ თავიანთი ისტორიული სამშობლოდან იძულებით გადაადგილდა 125, 000-ზე მეტი ქრისტიანი.

არქიეპისკოპოსმა ბრიტანეთის ქრისტიანი ლიდერები დაადანაშაულა საკითხის მიმართპოლიტკორექტულობაში“. მისი განცხადებით, ბრიტანეთი ისლამოფობიაში დადანაშაულების შიშით უარს ამბობს, ხმა აიმაღლოს ექსტრემიზმის წინააღმდეგ.

წყარო

თარგმანი: თამარ ცხოვრებაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

ჩატვირთვა...