ეკლესია უარყოფს ჭორს, გატაცებული მღვდლის ჯვარცმის შესახებ

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 4 მარტს ისლამური სახელმწიფოს (isis) მიერ გატაცებული მღვდელი ტომ უზუნალილი, ბოევიკებმა ჯვარს წითელ პარასკევს აცვეს. ტომ უზუნალილი დაიჭრა, როდესაც ბოევიკები თავს დაესხნენ მისიონერთა სახლს იემენში, სადაც იგი მუშაობდა. თავდასხმისას დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის 4 მონაზონი.

არ დასტურდება ჭორი მღვდლის ჯვარცმის შესახებ, რომელიც გასულ კვირას გავრცელდა, ავსტრიის კარდინალის კრისტოფ შონბორნის მიერ აღდგომის მესაზე გაკეთებული კომენტარის შემდეგ. მისი თქმით, უზუნალილის გარდაცვალებას იტყობინებოდა, მასთან დაახლოვებული დუბაის საოჯახო ეკლესიის ლოცვის ჯგუფი.

გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება კათოლიკური ეკლესიის მიერ. ორშაბათს ეპისკოპოსმა პავლემ საინფორმაციო სააგენტოებს განუცხადა, რომ “არსებობს ძლიერი მინიშნებები, რომ მამა ტომი ჯერ კიდევ ცოცხალია გამტაცებლების ხელში. კარდინალმა უკვე გამოასწორა მის მიერ დაშვებული შეცდომა, რომელიც მისთვის მიწოდებულმა არასწორმა ინფორმაციამ გამოიწვია. სანდო წყაროებიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ მამა ტომი ცოცხალია და მივმართავ მედიას და ყველა დაინტერესებულ პირს შეწყვიტოს ექსპერიმენტული განცხადებების გაკეთება, რადგან ისინი თამაშობენ ადამიანის სიცოცხლით. ვილოცოთ მისთვის, რომ ღმერთმა დაიცვას იგი…”

წყარო: http://www.christiantoday.com

ჩატვირთვა...