ეთიოპიაში, შესაძლოა ეკლესიის შენობის გარეთ ქადაგება არაკანონიერად გამოცხადდეს

ეთიოპიაში, შესაძლოა ქრისტიანობა არაკანონიერად გამოცხადდეს ადამიანთა მცირე ჯგუფებისთვისა და საოჯახო ეკლესიებისთვის, სადაც მრევლი ნაკლებად ფორმალურ გარემოში იკრიბება ლოცვისა და ღვთისმსახურებისთვის.

ჩრდილოეთ ეთიოპიის რეგიონ ტიგრაში,  განიხილავნ საკანონმდებლო ცვლილებას, რათა აიკრძალოს ქრისტიანთა საქმიანობა ოფიციალურ საეკლესიო დაწესებულებებს გარეთ.

ახალი კანონი  ყველაზე დიდი დარტყმა  ევანგელური და სხვა არამართლმადიდებლური ჯგუფებისთვის იქნება,  რადგან მათთვის ეკლესიების ოფიციალურად დასარეგისტრირებლად სავალდებულო გახდება, რომ ეკლესიის წევრთა მინიმალური რიცხვი 6000-ს შეადგენდეს.  ამ ოფიციალურ დაწესებულებებს გარეთ კი, პროზელიტიზმი უკანონოდ გამოცხადდება.

ეთიოპია აფრიკის უძველესი დამოუკიდებელი ქვეყანაა. როგორც მრავალი ადამიანი მიიჩნევს, ის  იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მიიღო. ამჟამად კი, ეთიოპია 22-ე ადგილს იკავებს იმ ქვეყნების სიაში, სადაც ქრისტიანები იდევნებიან.  ისინი განიცდიან მუქარასა და ზეწოლას მუსლიმი ექსტრემისტების მხრიდან და მუდმივად საფრთხის წინაშე არიან.

ეთიოპიის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ განაცხადა, რომ ძალოვანი სტრუქტურები ზოგიერთ შემთხვევაში შეუსაბამო ზომებს მიმართავენ. მაგალითისთვის კი მოჰყავთ ორომას ეთნიკური ჯგუფის  რელიგიური ფესტივალის დროს მომხდარი მოვლენები, სადაც  სამართალდამცველებმა ფესტივალის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს, შედეგად კი ათობით ადამიანი დაიღუპა.

წყარო

ჩატვირთვა...