ეგვიპტის პრეზიდენტი: „ჩვენ უნდა დავეხმაროთ ისლამური სახელმწიფოს მიერ დევნილ ქრისტიანებს“

შაბათს, 25 თებერვალს, ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატა ალ-სისიმ მთავრობას დაავალა, რომ ყველა აუცილებელი ღონე ეხმარათ იმისათვის, რომ საცხოვრებლის მოძებნაში დახმარებოდნენ ქრისტიანებს, რომლებმაც იძულებით დატოვეს ეგვიპტის ჩრდილოეთ სინაი მას შემდეგ, რაც ისლამურმა სახელმწიფომ ქრისტიანთა თემის რამდენიმე წევრი მოკლა.

ასობით ქრისტიანული ოჯახი და სტუდენტი გაიქცა ისმაილიაში, ჩრდილოეთ სინაის მეზობელ პროვინციაში მას შემდეგ, რაც შვიდი ქრისტიანი მოკლეს არიშში იანვრის ბოლოს.

ეგვიპტის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ინფორმაციისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრებს შეხვდა და მათთან ერთად განიხილა ‘ეგვიპტის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საბოტაჟის ყოველი მცდელობის აღმოფხვრის მნიშვნელობა’.

ორთოდოქსი კოპტები, რომლებიც ეგვიპტის მოსახლეობის (90 მლნ), დაახლოებით, 10%-ს შეადგენენ, ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი ქრისტიანული თემია.

2016 წლის დეკემბერში ისლამურმა სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა კაიროს წმ. მარკოზის ტაძრის აფეთქებაზე, რასაც 28 ადამიანი შეეწირა, ძირითადად, ქალები და ბავშვები.

ეგვიპტე ებრძვის ამბოხებულებს მას შემდეგ, რაც 2013 წელს სამხედროებმა, სისის მეთაურობით, დაამხეს პრეზიდენტ მუჰამედ მურსის ხელისუფლება. ასობით ჯარისკაცი და პოლიციელი ემსხვერპლა ამ დაპირისპირებას.

წყარო: http://www.christiantoday.com/

ჩატვირთვა...