ეგვიპტეში მომლოცველ ქრისტიანებზე თვდასხმას 28 ადამიანი ემსხვერპლა

26 მაისს ეგვიპტეში კოპტი ქრისტიანების ავტობუსზე თავდასხმას სულ მცირე 28 ადამიანი ემსხვერპლა, 35 კი დაშავდა. თავდასხმა მინიას პროვინციაში მოხდა, რომელიც კაიროდან 220 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ავტობუსი წმიდა სამუელის სახელობის მონასტერში მიდიოდა. არსებული ინფორმაციით, ავტობუსს ცეცხლი ერთმა ადამიანმა გაუხსნა.

” დამწუხრებული ვარ მომხდარით, ვიცი რომ ეს არ იქნება ბოლო და იმედი მაქვს, რომ ადამიანები უფრო მეტად გამოიჩენენ სიფრთხილეს და ყურადღებას მსგავსი მოვლენების თავიდან ასაცილებლად. ადამიანები შოკირებულნი არიან და ფიქრობენ იმაზე, თუ ვინ იქნება შემდეგი.” – განაცხადა მართლმადიდებლური კოპტური ეკლესიის ეპისკოპოსმა თომასმა ქუჯას ეპარქიიდან.

ეგვიპტის პროტესტანტული ეკლესიების პრეზიდენტმა ანდრეა ზაკამ დაგმო მომხდარი და საზოგადოებას დაზარალებულთათვის ლოცვებისკენ მოუწოდა.

” ისინი ცდილობენ შიშის დათესვას ქვეყანაში ტერორის საშუალებით, მაგრამ მათი ქმედებები ვერ მოახდენს გავლენას ქვეყნის სიმტკიცეზე.”-განაცხადა მან მედიასთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ეგვიპტეში, კოპტ ქრისტიანებზე მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწოფომ აიღო. 9 აპრილს ტერორისტებმა ორ ეკლესიაში აიფეთქეს თავი, რის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა.

წყარო

ჩატვირთვა...