ებრაელი მსახიობი იესოს როლს ითამაშებს

11403498_1002523489758225_1917210887810113109_nებრაელი მსახიობი ავივ ალუში ითამაშებს იესოს როლს ამერიკულ ფილმში „ქოხი“, რომელსაც გადაიღებენ იმავე სახელწოდების კანადელი მწერლის, პოლ იანგის, ბესტსელერის მიხედვით.

რომანში მოთხრობილია ერთი ადამიანის ისტორია, რომლის უმცროს გოგონასაც მოიტაცებენ ოჯახური არდადეგების დროს. მალევე, ერთ-ერთ ძველ ქოხში, ორეგონის შტატში, პოლიციამ აღმოაჩენს მანიაკის მიერ გოგონას მკვლელობის მტკიცებულებას. ეს დანაკარგი საშინელი დარტყმა გახდა ოჯახის თითოეული წევრისთვის, რომლებიც პატარას დაღუპვაში თავიანთ თავს ადანაშაულებდნენ. ოთხი წლის შემდეგ შვილის დაკარგვით განადგურებული მამა ფოსტით წერილს ღებულობს თავად ღმერთისგან, რომელიც მას მიტოვებულ ქოხში უხმობს.

პოლ იანგის ეს წიგნი ძალიან საინტერესო ლიტარატურული ნაწარმოები, რომელსაც საკმაოდ განსხვავებული სიუჟეტი აქვს და, რომელიც ღმერთს სხვა, უჩვეულო ამპლუაში წარმოუდგენს მკითხველს, ანგრევს ტრადიციულ სტერეოტიპებს და გვეხმარება აღმოვაჩინოთ სხვა, ჩვენთვის უცნობი სამყარო, რაც, რა თქმა უნდა, რწმენისა და ფილოსოფიურ საკითხებზე შესახებ მეტი დაკვირვებისა და ჩაღრმავებისაკენ მოგვიწოდებს.

მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია წიგნის 19 მილიონ ეგზემპლარზე მეტი, ეკრანიზაციის უფლება კი მოიპოვა კანადურ-ამერიკულმა კინოკომპანია Lionsgate-მა.

რეჟისორმა, სტიუარტ ჰეზელდაინმა, თავისი Facebook-ის გვერდზე დაწერა, რომ ფილმის გადაღებები უკვე დაიწყო.

მთავარ როლებს შეასრულებენ ექშენ-ფილმების ვარსკვლავი სემ უორთინგტონი და „ოქროს გლობუსის“ მფლობელი და „ოსკარის“ ლაურეატი მსახიობი ოქტავია სპენსერი; რაც შეეხება თავად ალუშს, აქამდე ის მხოლოდ ისრაელის მიერ გადაღებულ ფილმებსა და ტელეგადაცემებში ღებულობდა მონაწილეობას.

„ქოხის“ გამოსვლის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

ჩატვირთვა...