დონალდ ტრამპი: „ყოველი ბავშვი, დაბადებული თუ დაუბადებელი, შექმნილია წმინდა ღმერთის ხატად” 

0 10 485

ხუთშაბათს, შეერთებული შტატების კონგრესის წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტი ტრამპი დაუპირისპირდა დემოკრატების ბოლოდროინდელ მცდელობას იმასთან დაკავშირებით, რომ დაეშვათ აბორტი ორსულობის გვიანდელ ვადაზე. მან განაცხადა: „ყოველი ბავშვი, დაბადებული და დაუბადებელი, წმინდა ღმერთის ხატადაა შექმნილი.”

„არ არსებობს უფრო დიდი კონტრასტი, როგორიცაა, ერთი მხრივ, დედა, რომელსაც თავისი ჩვილი უჭირავს ხელში და მეორე მხრივ, ის შემაშფოთებელი მოვლენები, რომელთა მოწმეც გახდა ჩვენი ხალხი ბოლო დღეებში. 

ნიუ-იორკის კანონმდებლები აღფრთოვანებას ვერ მალავენ იმ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც დედის საშოდან ბავშვის ამოგლეჯის უფლებას იძლევა. 

ესენი არიან ცოცხალი, მშვენიერი, გრძნობების მქონე ბავშვები, რომლებსაც არასოდეს მიეცემათ შესაძლებლობა იმისა, რომ მსოფლიოს გაუზიარონ საკუთარი სიყვარულისა და ოცნებების შესახებ. 

ნებისმიერი ადამიანის ღირსების დაცვის მიზნით მე ვთხოვ კონგრესს, აკრძალოს აბორტი გვიანდელ ეტაპზე, ჩვილების მკვლელობა, რომლებიც გრძნობენ ტკივილს დედის მუცელში.

მოდი, ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ შევქმნათ კულტურა, რომელიც გაუფრთხილდება უდანაშაულო სიცოცხლეს. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დავადასტურო ფუნდამენტური ჭეშარიტება: ყოველი ბავშვი, დაბადებული თუ დაუბადებელი, შექმნილია წმინდა ღმერთის ხატად.” – განაცხადა ტრამპმა კონგრესის წინაშე.

წყარო

ჩატვირთვა...