დონალდ ტრამპი საშინაო პოლიტიკის საქმეებში მრჩევლად კენეთ ბლეკველს ირჩევს, რომელიც ანტი-ლგბტ ჯგუფის წარმომადგენელია

კენეთ ბლეკველი, ოჰაიოს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ახლა კი ოჯახურ კვლევათა საბჭოს (Family Research Council) ოფიციალურად დანიშნული ანტი-ლგბტ ‘სიძულვილის ჯგუფის’ უფროსი წევრია, შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტის „პირველი ასი დღის“ საშინაო პოლიტიკას წარმართავს.

კენეთ ბლეკველმა, 2006 წელს მიცემულ საგაზეთო ინტერვიუში ჰომოსექსუალისტები პირომანებსა და კლეპტომანებს შეადარა და ჰომოსექსუალიზმს „ცოდვილი ცხოვრების წესი“ უწოდა, რომლის შეცვლაც შესაძლებელია.

„მე ვფიქრობ, რომ ჰომოსექსუალიზმი ცხოვრების წესია, ეს არჩევანია, და ცხოვრების ამ წესის შეცვლა შესაძლებელია“, განაცხადა ბლეკველმა პასუხად შეკითხვისა: „არის, თუ არა ჰომოსექსუალიზმი ცოდვა და შეიძლება, თუ არა მისი მკურნალობა?“ „ვფიქრობ, ეს ღმერთის კანონების, ღმერთის ნება-სურვილის წინააღმდეგ მიმართული ცოდვაა“.

მან განაგრძო: „რეალობა, ჩემი აზრით, ისაა, რომ ადამიანი ყოველთვის არჩევანის წინაშე დგას და ყოველთვის რაღაცის არჩევა უწევს. ვფიქრობ ცხოვრების წესის განსაზღვრისას ადამიანი ხან კარგად ირჩევს და ხან − ცუდად. ერთი ადამიანის გენეტიკური შემადგენლობა, შესაძლოა, მას პირომანად აქცევდეს, მეორე ადამიანის გენეტიკური შემადგენლობა კი კლეპტომანიისკენ უბიძგებდეს მას. შესაძლებელია ამის შეცვლა? დიახ“.

წყარო: http://www.rightwingwatch.org/

ჩატვირთვა...