დენზელ ვაშინგტონი: დააყენეთ ღმერთი პირველ ადგილზე

640_denzel_130116ახალ ორლეანში დილარდის სახელობის უნივერსიტეტის  (Dillard University) კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილ მისალოც სიტყვაში მსახიობმა, დენზელ ვაშინგტონმა ურჩია კურსდამთავრებულებს, „დააყენონ ღმერთი პირველ ადგილზე“.

„თქვენ მიყურებთ მე და ფიქრობთ, რომ მე ამ ყველაფერს ჩემით მივაღწიე, მაგრამ ყველაფერი, რაც მაქვს, მოცემული მაქვს ღვთის მადლით. გაიგეთ, ეს საჩუქარია. დააყენეთ ღმერთი პირველ ადგილზე ყველა თქვენს საქმეში.“ – თქვა მან.

მსახიობის მამა იყო პროტესტანტული ეკლესიის მწყემსი. ვაშინგტონი ყვება, რომ 1975 წელს ერთმა ქალბატონმა სილამაზის სალონში დედამისს უწინასწარმერტყველა მისი (დენზელის) მომავლის შესახებ. ქალბატონი ამბობდა, რომ ის იმოგზაურებს მთელ მსოფლიოში და მიმართავს მილიონობით ადამიანს.

„მე მიცავდნენ, სწორ მიმართულებას მიჩვენებდნენ, გამომასწორეს, როდესაც საჭირო იყო. მე ვცდილობდი შემენახა, დამეცვა  ღმერთი ჩემს ცხოვრებაში, ხოლო ის მე მიცავდა და თავმდაბალს მხდიდა. მე ყოველთვის არ ვეჭიდებოდი ღმერთს, მაგრამ ის ყოველთვის გვერდით იყო. ამიტომ ჩაეჭიდეთ ღმერთს ყველაფერში, რასაც აკეთებთ. თუ გსურთ მიაღწიოთ იმავეს, რასაც მე მივაღწიე, აკეთეთ ის, რასაც მე ვაკეთებდი“, – გააგრძელა მან.

მისალოცი სიტყვის შემდეგ დენზელ ვაშინგტონს მიენიჭა ჰუმანიტარული მეცნიერებების საპატიო დოქტორის ხარისხი, რომლითაც აჯილდოებენ მიღწევებისთვის იმ სფეროებში, რომლებიც არ არის დაკავშირებული  მეცნიერებასთან, პოლიტიკასთან, ლიტერატურასთან ან რელიგიასთან.

დენზელ ვაშინგტონი ცნობილია, როგორც მორწმუნე ქრისტიანი, რომელიც ყოველთის ღიად საუბრობს თავის რწმენაზე და ამას ხშირად ფილმების მეშვეობითაც ახერხებს.

ჩატვირთვა...