დაფინანსებული მკვლელობა: უორენ ბაფეტმა 1,3 მლრდ დოლარი გაიღო აბორტის მომხრე კამპანიისათვის

2015 წელს მულტიმილიარდერმა, უორენ ბაფეტმა, 215 მილიონი დოლარი გაიღო აბორტის ხელშემწყობი კამპანიებისთვის სუზან ტომპსონ-ბაფეტის სახელობის ფონდის მეშვეობით. მთლიანად, მის მიერ გაღებული თანხის ოდენობა, 2003 წლიდან, 1,8 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ფონდი 2003 წელს შეიქმნა და სახელი უორენის პირველი მეუღლის საპატივსაცემოდ დაერქვა. ამ ფონდის მიერ გაღებული 215 მლნ დოლარის გარდა, ბაფეტმა  2,2 მილიარდი დოლარი შესწირა ბილ და მელინდა გეიტსების ფონდს (Bill and Melinda Gates Foundation), რომელიც კონტრაცეპციულ პროგრამებს აფინანსებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

2015 წელს LifeSiteNews-ში პლენდ პეარენთჰუდის“ (Planned Parenthood − www.plannedparenthood.org) ყოფილი თანამშრომლის, ები ჯონსონის, სტატია გამოქვეყნდა, სადაც ის საუბრობს იმის შესახებ, როგორ  მიედინება ყოველწლიურად 21 მლნ დოლარი სუზან ტომპსონ-ბაფეტის სახელობის ფონდიდან „პლენდ პეარენთჰუდში“ აბორტებისთვის, თუმცა თავად ბაფეტმა დამალა თავისი მონაწილეობა ამ საქმეში.

„ჩვენ ვიცოდით, რომ დონორი ყოველწლიურად 21 მლნ დოლარს სწირავდა „აბორტის ნაციონალურ ფედერაციას“ (NAF), რათა დახმარებოდა გაჭირვებულ ქალბატონებს აბორტისათვის საჭირო თანხის დაფარვაში“, განაცხადა ჯონსონმა. მისივე თქმით, თანამშრომლებმა არაფერი იცოდნენ ანონიმური დონორის შესახებ. ინფორმაცია მის შესახებ მხოლოდ აბორტის ნაციონალური ფედერაციის საბჭოს წევრებს ჰქონდათ.

ჯონსონსა და მის თანამშრომლებს ევალებოდათ პოტენციური კლიენტისათვის ფინანსური დახმარება შეეთავაზებინათ და თუ ისინი ამ შეთავაზებას მიიღებდნენ, აბორტებისთვის დახარჯული თანხების დიდი ნაწილის დაფარვა მათ „აბორტის ნაციონალური ფედერაციისათვის“ უნდა დაევალებინათ. „სამართლიანობის ფონდიდან“ (Justice Fund) თითოეული კლიენტისათვის რამდენიმე ასეული დოლარი შემოდიოდა, სინამდვილეში კი ეს ფონდი სუზან ტომპსონ-ბაფეტის სახელობის ფონდი იყო. ჯონსონმა განაცხადა, რომ „პლენდ პეარენთჰუდის“ ფილიალმა, სადაც ის მუშაობდა, ბაფეტის სუბსიდიების წყალობით შეძლო აბორტების ბიზნესის გაორმაგება.

წყარო: https://www.lifesitenews.com/

ჩატვირთვა...