„დატოვეთ საფრანგეთი, ჩამოდით ისრაელში…“ – ისრაელის თავდაცვის მინისტრი ებრაელებს საფრანგეთის დატოვებისკენ მოუწოდებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა ებრაელებს საფრანგეთის დატოვებისა და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებისკენ მოუწოდა”, იუწყება ებრაული ახალი ამბების სააგენტო Haaretz.com.

„ეს ჩვენი ქვეყანაა… ეს ჩვენი მიწაა. დატოვეთ საფრანგეთი, ჩამოდით ისრაელში, თუ გსურთ, რომ ებრაელებად დარჩეთ, თუ გსურთ, რომ თქვენი შვილები და შვილიშვილები ებრაელები იყვნენ, დატოვეთ საფრანგეთი და დაბრუნდით ისრაელში“, – განაცხადა ლიბერმანმა.

ოფიციალური თელ-ავივი მიიჩნევს, რომ პარიზი და ვაშინგტონი ბარაკ ობამას გადადგომამდე სადაო სიტუაციების შესახებ გარკვეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რასაც გაეროს უშიშროების საბჭო 20 იანვრამდე, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე დაამტკიცებს.

შეგახსენებთ, რომ 23 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ისრაელს პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშენებლობებს უკრძალავს. ნეთანიაჰუს თქმით, ობამას ადმინისტრაციამ არა მხოლოდ არ დაიცვა ისრაელი უშიშროების საბჭოსგან, არამედ, პირიქით, დაეხმარა სხვებს მის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებაში.

ცნობილია, რომ ისრაელს მსგავსი რეზოლუციებისგან, ჩვეულებისამებრ, აშშ-ს ვეტო იცავს. ცნობილია, რომ რეზოლუცია ეგვიპტემ მოამზადა, თუმცა ისრაელმა დახმარება დონალდ ტრამპის გუნდს სთხოვა, რის შემდეგაც ეგვიპტემ თავი შეიკავა რეზოლუციის უშიშროების საბჭოზე გატანისგან. მიუხედავად ამისა, იგივე რეზოლუცია ერთობლივად გაიტანეს მალაზიამ, ვენესუელამ და ახალმა ზელანდიამ.

შეგახსენებთ, რომ იორდანის დასავლეთი ნაწილი ისრაელმა 1967 წელს ექვსდღიანი ომის დროს დაიპყრო, რასაც გაერო უკანონოდ მიიჩნევს.

წყარო: http://www.haaretz.com/

ჩატვირთვა...