დადე ტელეფონი და ისადილე უფასოდ – ბრიტანეთის ერთ-ერთი რესტორნის ინიციატივა

0 122

Frankie & Benny`s ბრიტანული რესტორნების ქსელს სურს ოჯახებს მეტი ურთიერთობა ჰქონდეთ მათ რესტორნებში სადილობისას, ამიტომ მათი შეთავაზებით, თუ მშობლები სადილობისას მობილურებს არ გამოიყენებენ, ბავშვები უფასოდ მიირთმევენ.

რესტორნების ქსელმა 1500 ადამიანის მაგალითზე შეისწავლა, თუ რა გავლენა აქვს ტექნოლოგიებს სადილის კულტურაზე. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ბავშვები და მოზარდები არ არიან ისინი, ვინც სადილის დროს მობილურებს იყენებენ.

კვლევამ აჩვენა, რომ 6-დან 12 წლამდე ბავშვების 72 პროცენტს სურს, მათი მშობლები არ იყენებდნენ მობილურებს სადილობისას და მეტ დროს უთმობდნენ შვილებთან ურთიერთობას. 70-მა პროცენტმა თქვა, რომ სიამოვნებით ჩამოართმევდნენ მშობლებს მობილურებს, ამისი შანსი რომ ჰქონოდათ, მათ შორის ათიდან ერთმა ბავშვმა თქვა, რომ დაუმალავს ელექტრონული მოწყობილობა მშობლის ყურადღების მისაქცევად.

მშობლების 23 პროცენტი ამბობს, რომ ისინი იყენებენ მობილურებს სადილობისას, მაშინაც კი, როცა შვილი თავისი დღის შესახებ უყვება.

კვლევის ამ შედეგებთან საბრძოლველად და ოჯახებში ურთიერთობების მნიშვნელობის განსამტკიცებლად, Frankie & Benny`s რესტორნების ქსელი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 250 რესტორანს ფლობს, მიმდინარე წლის დეკემბრიდან აამოქმედებს „არასატელეფონო ზონებს“.

Frankie & Benny`s პირველი რესტორნების ქსელია, რომელიც მობილურების დათმობისთვის უფასო საკვებს გასცემს.

წყარო

თარგმანი: თეონა მენაბდიშვილი

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

ჩატვირთვა...