გერმანიის ლტოლვილთა ბანაკში 80 მუსლიმი ქრისტიანულად მოინათლა

80–ზე მეტი ლტოლვლი მუსულმანი ირანიდან და ავღანეთიდან მოინათლა ქრისტიანულად გასულ კვირას ჰამბურგში. პასტორი ალბერტი, რომელმაც მასობრივი ნათლობა ჩაატარა აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებმაც გულის კარი გაუღეს ქრისტეს, ეძებდნენ ცვლილებას საკუთარ თავში და ცხოვრებაში, ისინი იმედგაცრუებულნი იყვნენ, რადგან ვერ ხედავდნენ ცვლილების მოტივს ისლამში.

“ჩვენ დღემდე ვცხოვრობდით ღვთის შიშით, სასჯელის შიშით ცოდვის გამო, მაგრამ ქრისტე – ეს ღვთის სიყვარულია ჩვენს მიმართ.” – განაცხადა ერთ–ერთმა ლტოლვილმა ნათლობის შემდეგ.

შიმა (ერთ–ერთი მონათლული ლტოლვილთა ბანაკიდან) ამბობს : “მე უკვე ვხედავ სიმშვიდეს და ბედნიერებას ჩემს ცხოვრებაში, მე მთელი ცხოვრება სიმშვიდეს ვეძებდი, მაგრამ ვერ ვპოულობდი …ბედნიერი ვარ, რომ ქრისტიანი მქვია.”

“ქრისტიანობის მიღება ეს უბრალოდ ცვლილება არ არის… ისინი შესაძლოა აღმოჩნდნენ სიკვდილის პირისპირ, თუ საკუთარ ქვეყნებს დაუბრუნდებიან. მე ვეკითხები თითოეულს, თუ რა შეიცვალა მათ ცხოვრებაში ქრისტეს მიღების შემდეგ, თუ ვინმე ამბობს, რომ მან მიუტევა თავის მტერს ძილის წინ გულში, მე ვიცი, რომ ის ჭეშმარიტების გზას ადგას … კარი ღიაა, ვისაც სწამს, შეუძლია მოინათლოს.” – ამბობს პასტორი ალბერტი.

წყარო: http://www.christianheadlines.com/

ჩატვირთვა...