გერმანია სახიფათო სამოქმედო ასპარეზად იქცა ქრისტიანთათვის

ორშაბათს, 19 დეკემბერს, ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე სატვირთო მანქანით განხორციელებულმა თავდასხმამ გამოაცოცხლა დებატები მუსლიმი ლტოლვილთა მიმართ გერმანიის „სტუმართმოყვარე კულტურის“ შესახებ.

გერმანიის წამყვანმა მემარჯვენე პარტიამ მოითხოვა საზღვარზე მკაცრი კონტროლის დამყარება, მეჩეთების დარბევა და პოტენციური ტერორისტების დეპორტაცია. რეგიონალურმა ხელმძღვანელმა და კანცლერ ანგელა მერკელის პარტიის წევრმა განაცხადა, რომ გერმანია ომის ზღვარზეა.

ერთ-ერთი ბერლინელი ევანგელისტი ხუცესის თქმით კი, ლტოლვილთა შემოსვლა არის ღმერთის გეგმის ნაწილი და ეკლესიისთვის ღვთის სიტყვის გავრცელების ბრწყინვალე შესაძლებლობა.

ხუცესი იურგენ აიზენი ამბობს, რომ ქრისტიანები წლების განმავლობაში ლოცულობდნენ ახლო აღმოსავლეთისთვის და ღმერთმა მოიყვანა ხალხი, რათა ვიშრომოთ მათ შორის ღვთის სიტყვით. აიზენმა აღნიშნა,რომ ისლამი საშიშია. ხალხი შეშინებულია და სურს, რომ საზღვარი ჩაიკეტოს.

„ამის მიუხედავად, ღმერთს თითოეული ადამიანი უყვარს, მათ შორის, მუსლიმები. სწორედ ამიტომ, სავსებით არასწორი იქნება, თუ მათგან თავს შორს დავიჭერთ და და შესაძლებლობას გავუშვებთ. გერმანელთა უმრავლესობას არ უნდა, რომ ქვეყნის საზღვრები დაიკეტოს. ხალხს სურს, კვლავ ღია დარჩეს კარი, ჩვენ კი არ გვსურს, რომ ვინმემ გაგვასულელოს“.

წყარო: http://www1.cbn.com/

ჩატვირთვა...