გეი პერსონაჟები დისნეის მულტიპლიკაციურ ფილმში

კომპანიამ Disney XD, თავისი არსებობის ისტორიაში პირველად რამდენიმე ჰომოსექსუალისტი პერსონაჟის კოცნის სცენა წარმოადგინა ერთ-ერთ სერიაში მულტფილმისა “Star vs. The Forces of Evil“ („ვარსკვლავი ბოროტების ძალთა წინააღმდეგ“), რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული მულტიპლიკაციური სერიალია ამ არხზე.

მულტფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში, იმ დროს, როცა მთავარი პერსონაჟები  სცენაზე დგანან და მღერიან სიმღერას სათაურით „მხოლოდ მეგობრები“, რამდენიმე ჰომოსექსუალისტი წყვილი (გეი და ლესბოსელი) კოცნის ერთმანეთს. დანარჩენი პერსონაჟები ტრანსგენდერებს წარმოადგენენ.

ამ ფაქტს მწვავე კრიტიკა მოჰყვა კომპანიისა და ზოგადად, ჰოლივუდის მისამართით. Disney XD ლგბტ პროპაგანდაში დაადანაშაულეს.

„ჰოლივუდი ამაზრზენი სანაგვეა. არავითარი საფუძველი არ აქვს. არავითარი მორალი, არავითარი ღმერთი. არავითარი ფასეულობანი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც აქებენ და აჯილდოებენ პედოფილ მსახიობებსა და რეჟისორებს,“ წერს ერთ-ერთი მოქალაქე დევაინ კესტერი.

საინფორმაციო პორტალი HeatStreet წერს, კომპანია Disney XD დროდადრო უჩვენებდა არაჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებს თავის სატელევიზიო შოუებში, მათ შორის იყო ლესბოსელი წყვილი კომედიურ ტელესერიალში “Good Luck Charlie” და გეი წყვილი ანიმაციურ ტელესერიალში “Gravity Falls.”

წყარო: http://www.christianpost.com

ჩატვირთვა...