გაქრისტიანებული მუსლიმი ავ ძაღლებს სასწაულებრივად გადაურჩა

ეგვიპტელი მუსლიმი კაცი ქრისტიანად მოექცა რის შემდეგაც დააპატიმრეს და აწამეს.

ChristianToday.com-ის გადმოცემით, მაჯედ ელ შაფიმ თავი მიუძღვნა ქრისტეს მას შემდეგ რაც მოისმინა იესოს შესახებ მეგობრისგან და სწავლობდა ბიბლიას.

ელ შაფი იყო გავლენიანი ადვოკატი. როდესაც ქრისტიანი გახდა, მას შემდეგ მაჯედს აეკრძალა კანონის გამოყენება და გადაიყვანეს აბუ ზააბელის ციხეში კაიროში, ციხე ცნობილია სახელწოდებით “ჯოჯოხეთი დედამიწაზე”.

ციხეში ყოფნისას თავდამსხმელებმა ელ შაფის წამებისთვის მრავალ ხერხს მიმართეს, მათ შორის დაწვეს, დაჭრეს, ჯვარზე გააკრეს და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მას სხვა ქრისტიანებიც დაესახელებინა.

ერთერთი ხერხი, რომლითაც ელ შაფი უნდა ეწამებინათ, იყო ავი ძაღლები, რომლებიც ციხის დაცვამ მოიყვანეს მის დასასახიჩრებლად. მაგრამ, როგორც ბიბლიურ ისტორიაში ლომების ხაროში ჩაგდებული დანიელი უვნებელი დარჩა, ძაღლებიც უბრალოდ დასხდნენ ელ შაფის ახლოს და არაფერი ავნეს მას. დაცვამ სხვა ძაღლებიც მოიყვანა, მაგრამ იგივე განმეორდა.

“ეს ძაღლები გაწვრთნილები არიან, რომ მათ ბატონს უსმინონ”, – თქვა ელ შაფმა. – “მაგრამ უფალ იესო ქრისტეზე დიდი ბატონი არ არსებობს.”

მისი წამების მეოთხე დღეს, ელ შაფი “დათანხმდა” აღიარებაზე: “მე არ მახსენდება სახელები, მაგრამ გეტყვით ჩვენი ლიდერის სახელს და თუ შეგიძლიათ დაიჭირეთ, მას შეუძლია ზუსტად დაგისახელოთ სხვა წევრების სახელები,” – თქვა მან.  – “ჩვენი ლიდერის სახელი არის იესო ქრისტე. თუ შეგიძლიათ შეიპყარით ის.”

ელ შაფი კვლავ სასტიკად აწამეს ამ “აღიარების” შემდეგ. ბოლოს, მიუხედავად ამისა, ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს და ჭრილობები მოუშუშეს, შემდეგ კი სიკვდილი მიუსაჯეს. მაგრამ მეგობრების დახმარებით, მან თავი დააღწია ციხეს და წავიდა ისრაელში, ბოლოს კანადაში, სადაც ის გახდა კანადის მოქალაქე დააფუძნა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია (One Free World International) და ახლა ეხმარება დევნილ ქრისტიანებს.

“დევნილი ქრისტიანები ყოველდღე იხოცებიან, მაგრამ ისინი ჯერაც იღიმიან. ისინი არიან ძალიან ღრმა ბნელ ღამეში, მაგრამ მათ ჯერაც აქვთ ცოცხალი ღმერთის სანთლები/კანდელები,” – თქვა ელ შაფმა. “ჩვენს მტრებს ძალიან ძლიერი არმია ჰყავთ და აქვთ ძლიერი იარაღი, მაგრამ ჩვენ ყოვლისშემძლე უფალი გვყავს. მათ შეუძლიათ მოკლან მეოცნებე, მაგრამ ვერავინ მოკლავს ოცნებას.”

ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი: http://www.onefreeworldinternational.org/

ჩატვირთვა...