„გასაოცარი მადლისა” და მისი ავტორის, ჯონ ნიუტონის ისტორია

0 230

ალბათ, ყველას მოუსმენია ცნობილი ქრისტიანული ჰიმნი „გასაოცარი მადლი“. ეს სიმღერა ძალიან ბევრჯერ იქნა ჩაწერილი როგორც ქრისტიანი შემსრულებლების, ასევე პოპ-ვარსკვლავების მიერ. მის ავტორს ჯონ ნიუტონს საკმაოდ გასაოცარი ისტორია აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი სიცოცხლე ქრისტეს მიუძღვნა, ნიუტონი გახდა იმ გემის კაპიტანი, რომელსაც მონები გადაჰყავდა გასაყიდად. მონებით ვაჭრობა იყო საქმიანობა, რომელიც იმ დროს მისაღები იყო ქრისტიანებისა და ზოგადად, მთელი საზოგადოების მიერ.

იმ პერიოდის განმავლობაში დაიწყო მან განსხვავებულად ფიქრი კაცობრიობის შესახებ.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ნიუტონმა დატოვა გემი, მაგრამ მონებით ვაჭრობა არ მიუტოვებია და წლების განმავლობაში მას ძალიან აწუხებდა ეს. საბოლოოდ, ის შეუერთდა ანგლიკანურ ეკლესიას და საგალობლების წერა დაიწყო.

ჩატვირთვა...