ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ულტრამემარჯვენე კონგრესმენმა ჟაირ ბოლსონარომ გაიმარჯვა. მან უკვე გაამხილა გეგმები ბრაზილიის საელჩოს იერუსალიმში გადატანასთან დაკავშირებით.
„როგორც ჩემი საპრეზიდენტო კამპანიის დროს ვაცხადებდი, მე ვაპირებ საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანას, ისრაელი სუვერენული სახელმწიფოა და ჩვენ პატივს უნდა ვცემდეთ მას.“ – განაცხადა ჟაირ ბოლსონარომ.
„მე ვაფასებ ჩემი მეგობრის, ჟაირ ბოლსონაროს გადაწყვეტილებას საელჩოს იერუსალიმში გადატანასთან დაკავშირებით, რაც ისტორიული და სწორი ნაბიჯია.” – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც ასევე გადაიტანა ამერიკის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში, ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებას “ტვიტერზე” გამოეხმაურა და თქვა: „მქონდა სასიამოვნო საუბარი ახალ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროსთან. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამერიკასა და ბრაზილიას ახლო ურთიერთობები ექნება სავაჭრო, სამხედრო და სხვა სფეროებში.
თარგმანი: თეონა მენაბდიშვილი
რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე