ბრაზილიაში ყოველდღიურად ბიბლიის 18 600 ეგზემპლარი იბეჭდება

ბრაზილიის ბიბლიური საზოგადოება ყოველდღიურად ბიბლიის 18 600 ეგზემპლარს ბეჭდავს ლათინური ამერიკის ძირითად ენებსა და რამდენიმე ბრაზილიურ დიალექტზე.

ლათინური ამერიკის ბიბლიის გამოცემის უმსხვილესი ფაბრიკა მდებარეობს ბრაზილიის ქალაქ ბარურიში, სან-პაულუს პროვინციაში. გასულ წელს აქ გამოიცა ახალი აღთქმის და მთლიანად ბიბლიის 6,8 მლნ ეგზემპლარი.

აქ 30 ენაზე იბეჭდება ბიბლიები, მათ შორის ინგლისურად, ესპანურად, პორტუგალიურად, არაბულად, ივრითულად, იორუბას დიალექტზე (რომელზეც აფრიკაში ლაპარაკობენ) და ასევე, ბრაზილიაში გავრცელებულ ძირითად დიალექტებზე.

ქრისტიანული საგამომცემლო ბიზნესი კრიზისს განიცდის უკანასკნელი ხანების განმავლობაში, რადგან ბევრი მორწმუნე ბეჭდური გამომცემლობებიდან გადადის სმარტფონებში არსებულ მობილურ აპლიკაციებზე. მიუხედავად ამისა, ლათინურ ამერიკაში იზრდება მოთხოვნა ბეჭდვით გამოცემებზე.

ბრაზილიის ბიბლიური საზოგადოების პროდუქციის 20% მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში გადის, დანარჩენი კი თავად ბრაზილიაში იყიდება.

უკანასკნელ ხანებში ბრაზილია ეკონომიკურ კრიზისსა და კრიმინალის ზრდას განიცდის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი უძღვნის თავს ღმერთს.

წყარო: http://impactoevangelistico.net

ჩატვირთვა...