„ბოკო ჰარამის“ ბოევიკებმა 400 ქალი და ბავშვი გაიტაცეს

1420420785-9777აბუჯა. ნიგერიაში, რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ ბოევიკებმა, დაახლოებით, 400 ქალი და ბავშვი მოიტაცეს ქალაქ დამასაკიდან.

„მათ წაიყვანეს 506 გოგონა და ბავშვი (დამასაკი). წასვლამდე მათ, დაახლოებით, 50 მათგანი მოკლეს“, – განაცხადა ტრეიდერმა სულეიმან ალიმ სააგენტო როიტერთან მიცემულ ინტერვიუში. მისი ცოლი და სამი ქალიშვილი გატაცებულთა რიცხვში არიან. „არ ვიცით, ცოცხლები არიან თუ არა სხვა გატაცებულები“.

ჩადისა და ნიგერის ჯარისკაცებმა, რომლებმაც სამხედრო ოპერაცია განახორციელეს გასულ კვირას, დაახლოებით, ბოევიკების მიერ დახოცილი ადგილობრივ მცხოვრებთა სამოცდაათი გვამი აღმოაჩინეს დამასკიდან გამავალი ხიდის ქვეშ.

„ბოკო ჰარამის“ ბოევიკები იბრძვიან განათლების დასავლური მოდელის წინააღმდეგ და ცდილობენ შარიათის შემოღებას მთელს ნიგერიაში. 2009 წელს დაჯგუფების გააქტიურებიდან 13 ათას ადამიანზე მეტი დაიღუპა ტერაქტებისა და თავდასხმათა შედეგად, მილიონნახევარ ადამიანზე მეტი კი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინათ.

ჩატვირთვა...