ბიბლია უვნებელი დარჩა მანქანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად

ხუთშაბათს, 14 იანვარს, ტიმოთე კოლიერი თავის მეუღლესთან ერთად პლეზენტ ველი როუდის (Pleasen Valley Road) გზაზე მიდიოდა, რომ საწვავის მარაგი შეევსო შინ წასვლამდე. ამ დროს საპირისპირო მხარეს მომავალი მანქანის მძღოლმა სცადა გაეფრთხილებინა კოლიერი იმის შესახებ, რომ მისი მანქანა იწვოდა.

„პირველად რომ მითხრა, ვერ მიხვდი, რის შესახებ ლაპარაკობდა,“ – ამბობს კოლიერი. „სწორედ ამიტომ, შევეცადე გზა გამეგრძელებინა ბენზინგასამართ სადგურამდე.“

კოლიერი და მისი მეუღლე განაგრძობდნენ ბენზინგასამართ სადგურამდე სვლას, რომელიც სამი კვარტლის დაშორებით მდებარეობდა, მაგრამ სატვირთო მანქანის მძღოლი დაეწია მათ.

„მან მანქანა შემოაბრუნა, დაგვეწია და გვითხრა: ‘გადმოდით მანქანიდან. იწვის,’“ – იხსენებს კოლიერი.

ცეცხლის ალი ამოდიოდა მანქანიდან და კოლიერის სიტყვებით, მას და მის მეუღლეს ძალიან გაუმართლათ, რომ სიკვდილს გადაურჩნენ.

ორივე ამბობს, რომ სწორედ დროულად დააღწიეს თავი ხიფათს.

„სწორედ რომ დროულად გადმოვედით,“ – იხსენებს კოლიერი. „გადმოვედით თუ არა, მთლიანად მოედო ცეცხლი მანქანას.“

ხანძრის შედეგად მათი მანქანა მთლიანად დაიწვა, მაგრამ კოლიერი დარწმუნებულია, რომ მას და მის მეუღლეს ღმერთი იცავდა.

მანქანის სალონი მთლიანად დაიწვა. დაიწვა საჭე. სავარძლებისგან მხოლოდ მეტალის ჩონჩხი დარჩა.

მათი დამწვარი მანქანიდან არაფერი დარჩა, მაგრამ, კოლიერის სიტყვებით, მათი ოჯახის კუთვნილი ბიბლია უვნებლად გადაურჩა ხანძარს.

„მხოლოდ ბიბლია გადაურჩა ხანძარს,“ – თქვა მან.

წყარო: http://www.everydaydevotional.com/2015/07/familys-bible-miraculously-untouched.html

http://insider.foxnews.com/2015/07/11/familys-bible-miraculously-untouched-after-vehicle-bursts-flames

http://www.dailymail.co.uk/

ჩატვირთვა...