ბზობის დღესასწაულზე მომხდარი აფეთქებები ეგვიპტის კოპტურ ეკლესიებში

ძლიერი აფეთქება მოხდა ეგვიპტის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტანტას კოპტურ ეკლესიაში დღეს, 9 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე. დაღუპულია 25, ხოლო დაჭრილია 60 ადამიანი. წმ. გიორგის კოპტურ ეკლესიაში ასაფეთქებელი სკამის ქვეშ იყო მოთავსებული, მთავარ სამლოცველოში.

გარდა ამისა, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა, 33 კი დაიჭრა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქებისას ქალაქ ალექსანდრიაში მდებარე წმ. მარკოზის კოპტურ მართლმადიდებლურ ტაძარში. ეგვიპტის მედია იმასაც იუწყება, რომ ეგვიპტის კოპტური ეკლესიის პაპი ტავადროს II ტაძარში იმყოფებოდა აფეთქებისას.

აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

თვითმხილველთა განცხადებით, ტანტას კოპტურ ეკლესიაში ყველაფერი განადგურებულია. მათივე თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა საკურთხევლის ახლოს იყო დამონტაჟებული. მღვდლები და ეკლესიის მგალობელთა გუნდის წევრებიც არიან დაშავებულთა შორის. https://www.youtube.com/watch?v=W4XPfhUfkzk

ალექსანდრიის ინციდენტის შესახებ კი ჯერ მეტი არაფერია ცნობილი. ქალაქი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზეა განლაგებული და მრავალი ქრისტიანი ცხოვრობს იქ.

კოპტი ქრისტიანები დევნასა და შევიწროებას 2011 წლიდან განიცდიან. მათ სახლებს წვავენ, თავს ესხმიან და მათ ქონებას იტაცებენ.

ხსენებული აფეთქებები განხორციელდა ეგვიპტის პრეზიდენტის ვაშინგტონში ვიზიტის მეორე დღეს. დონალდ ტრამპმა ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატა ელ-სისი გუშინ მიიღო და შეხვედრისას ხაზი გაუსვა აშშ-ს მიერ კაიროს მხარდაჭერას.

წყარო

ჩატვირთვა...