ბენი ჰინი: „დამნაშავე ვარ კეთილდღეობის სახარების ქადაგებისათვის”

0 513

21 თებერვალს მახარებელ ბენი ჰინის მიმართვა გადაიცა ფეისბუკის პირდაპირ ეთერში. მან ისაუბრა ბილი გრემის მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც 21 თებერვალს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა, ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია თავის პიროვნებასა და მსახურებაზე ბილი გრემმა და ყველას გასაკვირად, გულახდილად ილაპარაკა თავისი ე. წ. „კეთილდღეობის სახარების“ ფილოსოფიის შესახებ.

მან თქვა: „ბიბლიაში არის კურთხევათა შესახებ საუბარი, მაგრამ ზოგი უკიდურესობაში ჩავარდა და მეც სხვათა მსგავსად, დამნაშავე ვარ. ხანდახან იმაზე უფრო შორს მივდივართ, ვიდრე საჭიროა და შემდეგ ღმერთი ისევ რეალობასა და ნორმალურ მდგომარეობაში გვაბრუნებს.“

მან ასევე განმარტა: „ახალგაზრდა ასაკში ჩემზე იმ მქადაგებლებმა მოახდინეს გავლენა, ვინც ხალხს საკუთარ სწავლებას ასწავლიდა, მაგრამ დროთა განმვალობაში დავიწყე ფიქრი: ‘კი, მაგრამ, შენ ხომ იცი, რომ ეს სრულად არ შეესაბამება არც ბიბლიას და არც რეალობას.’ ამრიგად, რა არის კეთილდღეობა? არავითარი საჭიროება. ამას ვამბობდი ადრე“.

ჰინმა თქვა: „ელია წინასწარმეტყველს ჰყავდა მანქანა? არა. მას ველოსიპედიც კი არ ჰყავდა, მაგრამ არაფერი აკლდა. იესო მანქანით დადიოდა თუ სასტუმროში ცხოვრობდა? არა, მაგრამ მას არაფერი აკლდა. მოციქულები? არც ერთს აკლდა რაიმე. დღეს კი ვფიქრობთ კეთილმოწყობილ სახლებსა და მანქანებზე, საბანკო ანგარიშებზე. ჩვენი თვალთახედვა არასწორად არის მიმართული. ის ძალიან არასწორია“.

ჰინმა ისიც დაამატა, რომ აღარ სარგებლობს პირადი თვითმფრინავებით.

„ყველა უშვებს შეცდომას, როცა ფიქრობს: ‘ეს არის ის, რაც ღმერთს სურს’, მაგრამ ღმერთი ამბობს: ‘არა, ეს ის არ არის, რაც მე მსურს’. დროა ბიბლიის მიხედვით ცხოვრებისა. ყელაფერი ერთ რაღაცამდე დაიყვანება. გვიყვარს იესო? კი თუ არა? იესო თუ გვიყვარს, მაშ, მთელი ჩენი ცხოვრება მის გარშემო უნდა ტრიალებდეს. იესო თუ არ გვიყვარს, მაშინ, ჩვენი ცხოვრება სხვა რაღაცებისკენ იქნება მიმართული“.

წყარო

A special day in the history of the Kingdom.

Posted by Benny Hinn Ministries on Mittwoch, 21. Februar 2018

ჩატვირთვა...