ბაღდადში 3 დღიანი გლოვა გამოხადდა – კიდევ ერთი ტერაქტი ათათურქის შემდეგ

“3 ივლისს ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 165 –ს, ხოლო დაჭრილთა რიცხვმა 225–ს მიაღწია. “– იუწყება BBC news-ი.

ერაყში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. ქვეყანა ბაღდადის ტერაქტისას დაღუპულ 165 ადამიანს გლოვობს. პირველი დიდი აფეთქება 3 ივლისს, ბაღდადის ცენტრში რესტორნებთან, კაფეებთან და სავაჭრო ადგილებთან მოხდა. ბაღდადის სავაჭრო უბანში დანაღმული სატვირთო ავტომანქანა აფეთქდა, სადაც უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. ხალხმრავალი ადგილი გამიზნულად იყო შერჩეული, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი მუსულმანების დღესასწაულის, რამადანის დასრულების გამო სავაჭროდ იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე. მალე მას მეორე აფეთქება მოჰყვა ქალაქის ჩრდილოეთით.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ეს ყველაზე სისხლიანი ტერაქტია ერაყში 2007 წლის შემდეგ.

ერთი კვირის წინ ერაყის არმიამ დაიბრუნა კონტროლი ქალაქ ფალუჯაზე, რომელსაც ISIS აკონტროლებდა და ქვეყნის პრემიერის თქმით, ეს მასშტაბური ტერაქტი სწორედ ამ ფაქტის პასუხად შეიძლება მივიჩნიოთ.

2016 წელს ეს უკვე “ისლამური სახელმწიფოს” მე-8 მასშტაბური ტერაქტია ერაყში.

9 ივნისს “ისლამური სახელმწიფოს” ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაღდადთან ახლოს აიფეთქა თავი. ტერაქტს სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა.

17 მაისის ტერაქტს ბაღდადში 69 ადამიანი შეეწირა.

11 მაისს დანაღმული ავტომანქის აფეთქებისას ბაღდადის სავაჭრო რაიონში 93 ადამიანი დაიღუპა.

პირველ მაისს ასევე მანქანის აფეთქებამ ირანის ჩრდლოეთ ქალაქ სამავაში 33 ადამიანი იმსხვერპლა.

აფეთქება მოხდა 26 მარტს, საფეხბურთო მატჩზე, რომლის დროსაც 32 ადამიანი გარდაიცვალა.

6 მარტს “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებმა საწვავის ტანკერი ააფეთქეს ქალაქ ჰილაში და 47 ადამიანი მოკლეს.

28 თებერვლას კი ქალაქ სადარს ორი თვითმკვლელი ტერორისტი დაესხა თავს და 70 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა….

წყარო: http://www.bbc.com/news/world-middle-east-36701882

ჩატვირთვა...