“ბავშვი ჯარისკაცები” 21-ე საუკუნეში

თურქეთის სამართალდამცავები კვლავ იძიებენ ქურთულ ქორწილში მომხდარი აფეთქების საქმეს, რომელსაც 54 ადამიანი შეეწირა. მათი ინფორმაციით თავდასხმა 12 წლის ბავშვმა მოაწყო, რომელსაც კავშირი ჰქონდა ISIS– თან. 

გავრცელებული ინფორმაციით ISIS-ის ბოევიკები იყენებენ ბავშვებს თვითმკვლელობის მისიებში გასაგზავნად, ამზადებენ მათ სპეციალურ სკოლებში და უნერგავენ თავის იდეოლოგიას.

გოგონებს სექსმუშაკებად, ხოლო არასრულწლოვან ბიჭებს “ბავშვ ჯარისკაცებად” აქცევენ. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი რიცხვი უცნობია, Amnesty International-ი იუწყება, რომ 30 კონფლიქტურ ქვეყანაში დაახლოებით 300 000 ბავშვი მებრძოლია.

ზოგიერთი ბავშვი მოხალისეებად შეუერთდა ისლამურ რესპუბლიკას. “როდესაც ISIS -ი მოვიდა ჩემს ქალაქში, მე მიმიზიდა მათმა ჩაცმულობამ. ისინი იყვნენ როგორც ერთი , შეკრული მუშტი და ჰქონდათ უამრავი იარაღი. მე ვესაუბრე მათ და გადავწყვიტე შევერთებოდი მათ რიგებს, ასე აღმოვჩნდი მათი მომზადების ბანაკში.”- განუცხადა Human Rights Watch -ს ერთ-ერთმა მოხალისემ.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ცნობით უმეტესობა არის არა მოხალისე, არამედ რისკ ჯგუფში შემავალი, დევნილი, მიუსაფარი ბავშვი, რომელსაც იტაცებენ ისის-ის ბოევიკები და მებრძოლებად, თვითმკვლელებად წვრთნიან. გოგონებს ისინი სექსუალურ მონებად და მოსამსახურეებად აქცევენ .

ISIS – ი არ არის ერთადერთი, რომელიც ამ საქმიანობას ეწევა. ბავშვებით ვაჭრობაში და მათ ექსპლუატაციაში აქტიურად არის ჩართული დაჯგუფება Boko Haram- ი , რომელიც იტაცებს ბავშვებს ნიგერიიდან, კამერუნიდან და ჩადიდან. ასევე სამხრეთ სუდანის შეიარაღებულ ძალებში მხოლოდ წელს 650 ბავშვი ჩაირიცხა.

“არ არსებობს განცდა, რომ ბავშვებს აქვთ ბუნებრივი და ჯადოსნური დამცავი უფლებამოსილება”, – ამბობს მილფრიდ ტონჰემი ( მკვლევარი, რომელმაც გამოკითხა ასობით ყოფილ ბავშვი ჯარისკაცი), – “სინამდვილეში ეს ბავშვი ცხოვრობს ფარად, რომელიც მზად არის მიიღოს ტყვიები თავისი უფროსების დასაცავად…”

წყარო : http://www.christianheadlines.com/…/isis-sends-child-slaves…

P.S მიუხედავად იმისა, რომ არნახული განვითარების ეპოქაში , ჭკვიანი ტექნოლოგიებისა და ციფრული სამყაროს გარემოცვაში ვცხოვრობთ, სადაც თითქოსდა შეუძლებელი არაფერია, მაინც ვხვდებით მონობას, ადამიანებით ვაჭრობას, ბავშვ ჯარისკაცებს, არასრულწლოვან სექსმუშაკებს და ჩაგვრას, რომელსაც ბოლო უნდა მოღებოდა თანასწორუფლებიან და ტოლერანტულ გარემოში. როდესაც უყურებ ახოლო აღმოსავლეთს, ისმენ ტერაქტებზე და თვითმკვლელ ბავშვებზე, გიჩნდება განცდა, რომ ამ ყოვლისშემძლე, ვოგის გარეკანივით ბრჭყვიალა მსოფლიოს, დავარცხნილ პოლიტიკურ ოფიციოზსა თუ გამოჩენილ ადამიანებს (რომელნიც წითელ ხალიჩაზე დააბიჯებენ, სარკის წინ დაყენებული ღიმილით პოზირებენ ფოტოკამერების წინ და სვამენ ფრანგულ ღვინოს ე.წ. მნიშვნელოვან შეხვედრებზე , სადაც მავანთა ბედი წყდება), უბრალოდ წარმოდგენაც არ აქვთ იმ სამყაროზე, რომელიც ფასადების მიღმა, იატაკქვეშ ჭუჭყიან ფესვებს ღრმად იდგამს. სამყაროზე, რომელიც არაფრით განსხვავდება გლადიატორების არენისგან და ადამიანებზე, რომლებიც კვლავ მონები არიან თავისუფლების ეპოქაში…

ერთად ვილოცოთ თავისუფლებაწართმეული ადამიანებისთვის…

ჩატვირთვა...