ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებმა ათასობით ქრისტიანმა ახალი სამშობლო ჰპოვა ავსტრალიაში

იმ დროს, როცა ბევრმა ქვეყანამ გაუღო საკუთარი კარი ახლო აღმოსავლეთიდან დევნილ მუსლიმან მიგრანტებს, ამავე რეგიონის მკვიდრი ქრისტიანებისთვის ახალი სამშობლოს მოძებნა არცთუ ისე ადვილი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, იმ ჯგუფის მეშვეობით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანთა დახმარებისკენ არის მიმართული, ეს ვითარება შეიცვალა.

ბარნაბას ფონდი (The Barnabas Fund) გახლავთ საერთაშორისო ინტერდენომინაციური ჯგუფი, რომელიც შრომობს ქრისტიანთა სულიერ თუ პრაქტიკულ საჭიროებათა დაკმაყოფილებისთვის. მათი დევიზია: „ქრისტიანებისგან ქრისტიანთა მეშვეობით ქრისტიანებს“. ფონდმა შეიმუშავა პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ახლო აღმოსავლეთიდან დევნილ ქრისტიანებს ეხმარება დასახლდნენ ავსტრალიაში.

2016 წლის მაისიდან მოყოლებული „ოპერაცია უსაფრთხო თავშესაფრის“ მეშვეობით მოხერხდა 1071 ქრისტიანის გადარჩენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათგან 823 ავსტრალიაში ცხოვრობს.

მიუხედავად ამისა, ეს რიცხვები ძალიან მცირეა იმ მუსლიმ დევნილთა რაოდენობასთან შედარებით, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში მიიღეს. გაერთიანებულ სამეფოში, 2016 წლის სექტემბრიდან მიღებულ დევნილ ქრისტიანთა რაოდენობა 1%-ზე ნაკლებს შეადგენს. ბარნაბას ფონდის ცნობებზე დაყრდნობით, სირიიდან დევნილი 1583 ადამიანიდან მხოლოდ 13 იყო ქრისტიანი. ეს იმას ნიშნავს, რომ, იმ დროს, გაერთიანებულ სამეფოში მიღებული დევნილებიდან მხოლოდ 0,8% იყო ქრისტიანი.

უკანასკნელი კვლევების მიხედვით, ქრისტიანები ყველაზე მეტად დევნილი ჯგუფია სხვა დევნილ რელიგიურ ჯგუფებს შორის. მხოლოდ 2016 წელს 90 ათასი ქრისტიანი მოკლეს რწმენის გამო, მათი მესამედი მუსლიმანი სამხედრო პირების ხელით დაიხოცა.

წყარო: http://www.gospelherald.com/

ჩატვირთვა...