ახალი ზელანდიის ერთ-ერთ სკოლაში გენდერულ-ნეიტრალური ფორმები შემოიღეს

ახალ ზელანდიაში, დანიდინის სკოლის მოსწავლეებს, ბიჭებსაც და გოგონებსაც ახლა უკვე ერთნაირი ფორმა აცვიათ, გენდერული სხვაობის გარეშე. სკოლაში გააუქმეს ქვედაბოლოები და კაბები, მათ მაგივრად შემოიღეს შორტები, შარვლები და კილტი (შოტლანდიური ქვედაბოლო).

საშუალო სკოლაში სულ 200 ბავშვი სწავლობს, მათი ასაკი 10-დან 13 წლამდეა.
„ამ გადაწყვეტილების შემოღება განაპირობა სკოლაში არსებულმა ხუმრობებმა თემაზე: გოგონა და ბიჭი. ჯერჯერობით, მოსწავლეებიდან არც ერთს არ აურჩევია კილტი, მაგრამ თუკი აირჩევენ, შესანიშნავი იქნება“, აცხადებს სკოლის დირექტორი.

„2016 წელს გენდერული სხვაობის გარეშე ერთნაირი ფორმები დიდი ბრიტანეთის სკოლების უმრავლესობამ შემოიღო“ იუწყება BBC.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, აქტიურად მიმდინარეობდა გენდერულ-ნეიტრალური საპირფარეშოების შემოღება სკოლებში.

წყარო: http://www.bbc.com

ჩატვირთვა...