პაკისტანში ახალგაზრდა ქრისტიანი მეეზოვე მოკლეს იმის გამო, რომ მას კვირა დღეს მუშაობა არ სურდა

დასუფთავების სამსახურის 20 წლის თანამშრომელი მოკლეს მას შემდეგ, რაც მან უარი განაცხადა „გავლენიანი“ მუსლიმანის ეზოს გამოგვაზე, რადგან მას კვირა დღეს არ მუშაობა არ სურდა.

ახალგაზრდა ქრისტიანს, ნომან მუნირ მასის, ორმა მამაკაცმა ესროლა მაშინ, როცა იგი სიძესა და ბიძასთან ერთად მიდიოდა ქუჩაში.

მასიმ უარი თქვა ერთ-ერთი ადგილობრივი მუსლიმის ეზოს გამოგვაზე, რომელიც მას პასუხად დაემუქრა, რომ „ფეხებს დაამტვრევდა და ტყვიებით დაცხრილავდა“.

ბრალდებული მუსლიმი დააკავეს, თუმცა პოლიციას თავად მკვლელები არ დაუკავებია და არც დაუკითხავს.

ამ ამბავს ქრისტიანთა უფლებების დამცველი აქტივისტი ნაპოლეან ქაუუმი გამოეხმაურა: „ბევრი მუსლიმანისთვის რთულია „მდაბალი“ ქრისტიანებისგან უარის მიღება. ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების მკვლელობის ან მათზე ძალადობის. მსგავსი შემთხვევები ადრეც მომხდარა, როცა ქრისტიანებს უარი უთქვამთ მუსლიმანთა უსამართლო მოთხოვნების შესრულებაზე. მდგომარეობა არ გაუმჯობესდება მანამ, სანამ სახელმწიფო არ გააცნობირებს თავის პასუხისმგებლობას ყველა მოქალაქის მიმართ, მიუხედავად მათი რწმენისა და შეხედულებისა“.

წყარო

თარგმნა: დიანა კუდუხოვამ

ჩატვირთვა...