აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ახალი დირექტორი: „იესო ქრისტე ერთადერთი გამოსავალია ჩვენი მსოფლიოსათვის“

მაიკ პომპეო ოფიციალურად დაინიშნა პრეზიდენტი ტრამპის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ახალ დირექტორად. აშშ-ს სენატმა ორშაბათს აირჩია პომპეო ამ თანამდებობაზე. ევანგელისტი ქრისტიანი, მაიკ პომპეო, პატივსაცემი ფიგურაა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში; გარდა ამისა, ის გახლავთ სამხედრო ძალების ვეტერანი.

ორი წლის წინ პომპეომ ეკლესიაში წარმოთქვა სიტყვა მუსლიმთა განცხადებების შესახებ, რომელთა თქმითაც, „ისლამია ერთადერთი გზა“. „ამერიკას საფრთხეს უქმნიან ის ადამიანები, რომლებსაც მტკიცედ სწამთ, რომ ისლამია ერთადერთი გზა, სინათლე და ერთადერთი პასუხი“, უთხრა მან ეკლესიაში შეკრებილ მრევლს, იტყობინება Press TV.

„ამ ადამიანებს სჯერათ, რომ საკუთარი რელიგია კარნახობს ქრისტიანთა განადგურებას. მათ სძულთ ქრისტიანები,“ თქვა პომპეომ მუსლიმთა რადიკალი უმცირესობის შესახებ.

პომპეომ მოუწოდა ქრისტიან მორწმუნეებს: „ილოცეთ, მტკიცედ იდექით და იბრძოლეთ, რათა ვიცოდეთ, რომ იესო ქრისტე ჩენი მხსნელია და ჭეშმარიტად ის არის ერთადერთი გამოსავალი მთელი მსოფლიოსთვის.“

2013 წელს ბოსტონის მარათონზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მუსლიმთა ლიდერების სიჩუმეს პომპეომ „დამაყრუებელი“ უწოდა და თქვა, რომ ეს მათ ამ თავდასხმის „პოტენციურ მონაწილეებად“ აქცევს.

ტრამპმა განაცხადა, რომ მაიკ პომპეო „სააგენტოს შესანიშნავად და მტკიცედ უხელმძღვანელებს და დაიცავს ამერიკელთა და ჩვენს მოკავშირეთა უსაფრთხოებას.“

წყარო: https://hellochristian.com

ჩატვირთვა...