აშშ-ს რეფორმისტ რაბინთა ასოციაციას პირველად ჩაუდგა სათავეში ღია ლესბოსელი

Denise Egerფილადელფია, 19 მარტი. ამრიკელ რაბინთა ცენტრალურმა ასოციაციამ (CCAR) იუდაიზმის რეფორმისტული ფრთის ორგანომ, პირველად აშშ-ს ისტორიაში პრეზიდენტის პოსტზე აირჩია ღია ლესბოსელი დენიზ ეგერი (Denise Eger). ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა ორშაბათს, ფილადელფიაში, ასოციაციის ყოველწლიურ ყრილობაზე.

55 წლის დენიზ ეგერი, 1988 წლიდან, ხელმძღვანელობდა „ქოლ ამის“ (Kol Ami) სინაგოგას ლოს-ანჯელესში და მრავალი წლის განმავლობაში ასოციაციის მეთვალყურეთა საბჭოს წევრი გახლდათ. თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ ეგერმა 1990 წელს განაცხადა გაზეთ Тhe Los Angeles Times-ისათვის მიცემულ ინტერვიუში. ამჟამად დენიზი დანიშნულია, ქორწილი გაიმართება კალიფორნიაში, იტყობინება გამოცემა.
ეგერი პირველი ქალია და პირველი ლესბოსელი, რომელიც სათავეში ჩაუდგა სამხრეთ კალიფორნიის რაბინთა საბჭოს, ასევე, იგი არის გეების, ლესბოსელების და ბისექსუალების კლერიკალური ასოციაციის დამაარსებელი და პრეზიდენტი, იტყობინება გაზეთი Тhe Philadelphia Daily News.

ჩატვირთვა...